მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
საქართველოს მუსლიმთა სამმართველო
კონფერენცია „ ადამიანობა და სულიერი ღირებულებების გზაზე თავგანწირვა“
20.10.2019
1 / 5


20 ოქტომბერს, თბილისში, კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრ ალულბეითში, საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ორგანიზებით ჩატარადა კონფერენცია „ ადამიანობა და სულიერი ღირებულებების გზაზე თავგანწირვა“, რომელსაც ესწრებოდნენ: რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, მოადგილე, გიორგი უკლება, სააგენტოს თანამშრომლები ზვიად ტყაბლაძე, სერგო ფარულავა, რეგიონალური წარმომადგენელი, აბაი ფაშაევი, საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელი, მამა დავით თავაძე, ასევე ირანის ისლამური რესპუბლიკის დელეგაცია, აიათოლა ალი ჰამენეის წარმომადგენელი, სეიდ ალი აქმა ოჯახმეჯადი, ირანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, სეიდ ჯავამ ყავამ შაჰიდი, ალ მუსტაფას უნივერსიტეტის წარმომადგენელი, დავუდ ზარე, საქართველოს შეიხი, რამინ იგიდოვი, აღმოსავლეთ საქართველოს მუფტი, იასინ ალიევი და სხვა რელიგიური პირები.

კონფერენციის ფორმატში ზაზა ვაშაყმაძემ ისაუბრა, საქართველოში არსებულ რელიგიურ მრავალფეროვნებასა და ტოლერანტული გარემოს ხელშეწყობის მნიშვნელობაზე, სააგენტოს თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა აბარაამისეულ რელიგიებს შორის არსებულ საერთო ღირებულებებს, მისი განცხადებით, როდესაც სახელმწიფო ზრუნავს მოქალაქეთა ფიზიკური გადარჩენისთვის, რელიგიურმა ლიდერებმა კი უნდა იზრუნონ მათი სულიერი კეთილდღეობისთვის.






View Larger Map