მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
საქართველოს მუსლიმთა სამმართველო
მარნეულში სასულიერო პირთათვის ტრენინგი გაიმართა
21.01.2020
1 / 2


რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ და გაეროს ბავშვთა ფონდმა, თანამშრომლობის  მემორანდუმის ფარგლებში, მორიგი ტრენინგი ჩაატარა. აღნიშნული ტრენინგი ამ ეტაპზე ჩატარდა საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ეგიდით, მარნეულში, რომელსაც დაესწრო აღმოსავლეთ საქართველოს მუფტი და 30-ზე მეტი სასულიერო პირი, როგორც შიიტური ასევე სუნიტური მიმდინარეობიდან.

ტრენინგი მოიცავდა რელიგიის და რწმენის თავისუფლების, ბავშვთა უფლებებათა კონვენციის და ბავშვის უფლებათა კოდექსის ძირითადი დებულებების განხილვას.  სემინარზე, ასევე განიხილეს სასულიერო პირების და რელიგიურ ჰუმანიტარული ორგანიზაციების გამოცდილება და როლი, ბავშვთა უფლებების მხარდაჭერის საქმეში, რადგან რელიგიურ ლიდერებს მჭიდრო ურთიერთობა აქვთ საკუთარ მრევლთან და ახლოს არიან საზოგადოების ყველაზე პატარა წევრებთან.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსგან ტრენინგს უძღვებოდნენ  სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის თანამშრომელი დავით დავითაშვილი და სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის სპეციალისტი - სერგო ფარულავა.

აღნიშნული ერთობლივი ტრენინგების სერია გაგრძელდება რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინტერრელიგიურ სათათბიროში შემავალი ყველა რელიგიური ორგანიზაციისათვის.






View Larger Map