მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
საქართველოს მუსლიმთა სამმართველო
მუსლიმი თემი მუჰამედ შუამავლის სამყაროში მოვლენის დღეს აღნიშნავს
08.11.2019
1 / 1


დღეს მუსლიმი თემი მუჰამედ შუამავლის დედამიწაზე მოვლინების დღეს აღნიშნავს, სუნიტური მიმდინარეობის მიხედვით ისლამის ფუძემდებელი ჰიჯ. 571 წელს რები-ულ ევველის თვის 12-ე ღამეს მექაში მოევლინა სამყაროს.

მუსლიმური სწავლების მიხედვით, ალაჰმა მუჰამედი კაცობრიობის მხსნელად და ცოდვაში მყოფი ადამიანების გადასარჩენად მოავლინა, მისი დაბადების შემდგომ, არსებულ უზნეობას, უსამართლობას, ცუდ საქციელს და ყოველგვარ ბოროტებას მოეღო ბოლო. მუჰამედი შუამავალი 40 წლის ასაკში გახდა და 23 წლის განმავლობაში ღმერთის გზავნილებს ცალკეულ სურებად ადგენდა და სწორედ მათზე დააფუძნა წმინდა წიგნი ყურანი.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს მუსლიმურ სამყაროსა და საქართველოს მუსლიმ თემს დღესასწაულს, მშვიდობას და კეთილდღეობას უსურვებს მათ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოთ.

 





View Larger Map