მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
საქართველოს მუსლიმთა სამმართველო
მუსლიმური სამყარო ყურბან ბაირამს ზეიმობს
27.05.2026
1 / 1


27-30 მაისს, სრულიად მუსლიმური სამყარო ორ უდიდეს დღესასწაულთაგან ერთ-ერთს,  მსხვერპლშეწირვის დღესასწაულს, ყურბან ბაირამს ზეიმობს.

დღესასწაული სამი-ოთხი დღე გრძელდება. ამ პერიოდში მორწმუნის ერთ-ერთი უმთავრესი ვალდებულება ღვთის სიყვარულისა და მორჩილების გამოსახატად მსხვერპლის  შეწირვაა. მუსლიმურ ტრადიციაში ეს დღესასწაული აახლოებს ადამიანს ღმერთთან, ხოლო ცხოველის რიტუალური შეწირვა (რომელსაც ურიგებენ ღარიბ-ღატაკებს) გულისხმობს სულიერ მიმართვას ღმერთისადმი.

ზეიმის დროს მუსლიმები ასრულებენ სრულ განბანვას და იცვამენ სადღესასწაულო ტანსაცმელს. მეჩეთებში სრულდება სადღესასწაულო ლოცვა, რომლის შემდეგ კითხულობენ ქადაგებას. მუსლიმები ამზადებენ საზეიმო სუფრას, უმასპინძლდებიან ახლობლებს, სტუმრობენ ნათესავებს, მოინახულებენ გარდაცვლილთა საფლავებს.

ყურბან ბაირამი არის ისლამის ერთ-ერთი საფუძვლის - ჰაჯის (წმინდა ადგილების მომლოცველობა) შესრულების კულმინაცია მექაში.   

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ყველა მუსლიმს  დღესასწაულს და უსურვებს მათ მშვიდობასა და სიკეთეს.






View Larger Map