დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მუსლიმ სასულიერო პირებსა და მრევლს ყურბან ბაირამი მიულოცა. დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარესთან, ზაზა ვაშაყმაძესთან ერთად, თბილისის ჯუმა მეჩეთში იმყოფებოდა.
პრერზიდენტმა ქვეყნის განვითარებაში მუსლიმი თემის მნიშვნელოვან წვლილზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ სახელმწიფო მათ მხარდაჭერას მომავალშიც განაგრძობს.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ ისაუბრა სახელმწიფოს მხრიდან მუსლიმი თემისთვის გაწეულ დახმარებაზე და აღნიშნა, რომ სახელმწიფო კვლავაც განაგრძობს ზრუნვას სხვადასხვა რელიგიური კონფესიის, მათ შორის, მუსლიმი თემის საჭიროებებზე.
ჯუმა მეჩეთში შეკრებილთ სიტყვით მიმართეს საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხმა, ფაიგ ნაბიევმა, დასავლეთ საქართველოს მუფთმა, ადამ შანთაძემ და აღმოსავლეთ საქართველოს მუფთმა, ეტიბარ ემინოვმა.
ღონისძიებას სასულიერო პირები, მრევლი და დიპლომატები ესწრებოდნენ.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
