მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
საქართველოს მუსლიმთა სამმართველო
შეხვედრა ირანის დელეგაციასთან
21.10.2019
1 / 7


დღეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ შეხვედრა გამართა, აიათოლა ალი ჰამენეის სპეციალურ წარმომადგენელთან აზერბაიჯანში, სეიდ ალი აქმა ოჯახმეჯადისთან.

შეხვედრას ესწრებოდნენ: რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი უკლება, სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი, ნინო ჭავჭავაძე, ანალიტიკოსი, ზვიად ტყაბლაძე, რეგიონალური წარმომადგენელი, აბაი ფაშაევი, ირანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, სეიდ ჯავამ ყავამ შაჰიდი, ალ მუსტაფას უნივერსიტეტის წარმომადგენელი, დავუდ ზარე, საქართველოს შეიხი, რამინ იგიდოვი და აღმოსავლეთ საქართველოს მუფტი, იასინ ალიევი.

შეხვედრაზე ზაზა ვაშაყმაძემ სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში არსებული რელიგიური პოლიტიკისა და ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმების შესახებ, კერძოდ, საქართველოს სახელმწიფოს მიერ რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსებისა და საკულტო შენობა-ნაგებობების რესტიტუციის მექანიზმების თაობაზე. სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოში სუნიტი და შიიტი მუსლიმები ერთად მშვიდობიან გარემოში თანაცხოვრებენ, რაც წარმოადგენს ერთიან დამოუკიდებელ ქართულ ისლამურ სუბიექტს.

აიათოლა ალი ჰამენეის წარმომადგენელმა მადლობა გადაუხადა ზაზა ვაშაყმაძეს რელიგიის სააგენტოს მიერ მუსლიმი თემისადმი გაწეული დახმარებისათვის, მან ხაზი გაუსვა საქართველოში არსბეულ რელიგიურ თავისუფლებას.

შეხვედრის დასასრულს, ირანულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა ქრისტიანულ და მუსლიმურ თემებს შორის ურთიერთობის გაღრმავებასა და სამომავლო თანამშრომლობაზე, მათ  სააგენტოს თავჯდომარე მიიწვიეს საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც გაიმართება ირანში, 10-13 ნოემბერს.

 





View Larger Map