დღეს, შიიტი მუსლიმები მნიშვნელოვან - ღადირ ხუმის დღესასწაულს აღნიშნავენ, როცა იმამი ალი, ღმერთის ბრძანებით და წინასწარმეტყველ მუჰამედის მეშვეობით, იმამად (მემკვიდრედ) აირჩიეს.
გადმოცემით, სწორედ ამ დღეს, ჰიჯრის (გადასახლების) მეათე წელს, წინასწარმეტყველმა მუჰამედმა, ალაჰის ბრძანებით გამოაცხადა იმამი ალი იბნ აბუ ტალიბი თავის მემკვიდრედ, ღადის ხუმის ოაზისში (ადგილი მექასა და მედინას შორის).
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს შიიტურ თემს ამ დღესასწაულს, სიკეთეს და საყოველთაო მშვიდობას უსურვებს მათ.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
