დღეს სუნიტი მუსლიმები ცოდვების მიტევების, ბარაათის ღამეს აღნიშნავენ. ეს მუსლიმთათვის ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი და მნიშვნელოვანი, ცოდვებისგან გათავისუფლების, და მიტევების ღამეა, ამიტომაც მორწმუნენი მას ლოცვასა და ყურანის კითხვაში ატარებენ და ღვთის შეწევნასა და პატიებას ითხოვენ.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს მუსლიმ თემს ულოცავს ბარაათის ღამეს, სიკეთეს და სიხარულს უსურვებს მათ.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
