დღეს სუნიტი მუსლიმები აღნიშნავენ წინასწარმეტყველ მუჰამედის დაბადების დღეს, „მავლიდ ან-ნაბის“. ტრადიციის მიხედვით, მუჰამედი დაიბადა 571 წელს, მექაში. ამ დღეს მუსლიმები მადლობას უხდიან ალაჰს სამყაროსთვის მუჰამედის მოვლინების გამო, კითხულობენ ქადაგებებს მისი ცხოვრების შესახებ, ამზადებენ სადღესასწაულო კერძებს, ეპატიჟებიან ნათესავებს და მეგობრებს. მიღებულია ბავშვებისთვის საჩუქრების გადაცემა და მოწყალების დარიგება ღარიბებისთვის.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს სუნიტ მუსლიმებს დღესასწაულს და საყოველთაო მშვიდობას უსურვებს მათ.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
