მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია
ქართული მართლმადიდებელი ეკლესია დღეს 100.000 მოწამეს იხსენიებს
13.11.2025
1 / 1


დღეს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია „წმიდათა ათთა ბევრთა (100 000) მოწამეთა, თბილისს ხვარაზმელთაგან წამებულთა“ იხსენიებს.

ისტორიული ცნობების მიხედვით, ჯალალ-ედ-დინი უზარმაზარი არმიით თბილისს შეესია და ქალაქში სისხლის ტბები დააყენა. დამპყრობელმა სიონის ტაძარს გუმბათი მოხადა, იქ საკუთარი ტახტი დაადგმევინა, ტაძრიდან მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატები გამოატანინა, მეტეხის ხიდზე დაასვენებინა და თბილისელებს მათი შეურაცხყოფა უბრძანა. ვინც უარს იტყოდა, თავის მოკვეთა ემუქრებოდა, მაგრამ არც ერთი თბილისელი არ შეუშინდა სიკვდილს, არც ერთმა მათგანმა არ შეურაცხყო წმინდა ხატები. იმ დღეს მონღოლებმა ასი ათას ქართველს მოჰკვეთეს თავი და მათი გვამები მდინარეში ჩაყარეს. ურდომ არ დაინდო არც მოხუცები და ბავშვები; როგორც მემატიანე მოგვითხრობს, მტკვარი რამოდენიმე დღის განმავლობაში სისხლით შეღებილი მოდიოდა. იმ დღეს წმინდანთა დასს, ზეციურ საქართველოს 100 000 მოწამე შეუერთდა.

წმიდა 100 000 მოწამეთა მეოხებით უფალმა გააძლიეროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო.

 






View Larger Map