მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია
რელიგიის სააგენტო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ულოცავს
11.05.2026
1 / 1


დღეს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე, წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, 22 ხმით, სრულიად საქართველოს 142-ე კათოლიკოს-პატრიარქი მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) გახდა.
ახალ პატრიარქს არჩევა მიულოცეს ქვეყნის პირველმა პირებმა, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის შიო მესამის ინტრონიზაცია ხვალ, სვეტიცხოველში შედგება.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო დიდი პატივისცემით ულოცავს მის უწმინდესობას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესიის მწყემსმთავრად არჩევას. გვჯერა, ქვეყნისთვის ამ მეტად საპასუხისმგებლო ეტაპზე იგი იქნება სულიერების, ეროვნული თვითმყოფადობის, ეროვნული მშვიდობის მტკიცე დამცველი და საქართველოს ეკლესიის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების ღირსეული გამგრძელებელი.





View Larger Map