განსაკუთრებულად ეგებებიან უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები მართლმადიდებლები.
ახალციხეში, წმინდა შალვა ახალციხელის სახელობის საკათედრო ტაძარში, უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულის, იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის საზეიმო ლიტურგიას ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, მეუფე თეოდორე (ჭუაძე) უძღვებოდა.
საზეიმო მსახურებას დაესწრო და საქართველოს მთავრობის, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სახელით მრევლს აღდგომა მიულოცა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენელმა სამცხე-ჯავახეთში, ელვარდ ზაზაძემ.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
