საქართველოს ბაპტისტური თემი დღეს ხარებას დღესასწაულობს. ხარება კაცობრიობის ხსნის დასაწყისად და საუკუნეების მანძილზე დაფარული ღვთის საიდუმლოს გამოცხადების დღესასწაულად ითვლება. სახარების მიხედვით, სწორედ ამ დღეს ახარა გაბრიელ მთავარანგელოზმა ქალწულ მარიამს, რომ ის მაცხოვარს შობდა.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს ბაპტისტურ თემს ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს.