რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს ბაპტისტურ თემს ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს ულოცავს.
საქართველოს ბაპტისტური თემი დღეს ხარებას დღესასწაულობს. ქრისტოლოგიაში ხარება კაცობრიობის ხსნის დასაწყისად და საუკუნეების მანძილზე დაფარული ღვთის საიდუმლოს გამოცხადების დღესასწაულად ითვლება. სახარების მიხედვით, სწორედ ამ დღეს ახარა გაბრიელ მთავარანგელოზმა ქალწულ მარიამს, რომ ის მაცხოვარს შობდა.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
