ბაპტისტური თემი დღეს მირქმას დღესასწაულობს. ახალშობილი იესო მშობლებმა იერუსალიმის ტაძარში მიიყვანეს, სადაც იგი წინასწარმეტყველმა სვიმეონ მართალმა იხილა, რომელსაც ჰქონდა ჩვენება, რომ მაცხოვრის უხილავად არ მიიცვლებოდა. მირქმა ერთ-ერთი უძველესი დღესასწაულია და იგი საზეიმოდ აღინიშნება.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს ბაპტისტურ თემს უფლის მიგებების დღესასწაულს, მშვიდობას და წარმატებებს უსურვებს მათ.