მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
საქართველოს ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანება
რელიგიის სააგენტოს საქველმოქმედო აქცია
27.11.2024
1 / 1


დღეს, 27  ნოემბერს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ  სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია „ფრიდენს ბოტეს“  ჰუმანიტარული ტვირთი გადასცა.

საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, ზაჰესის არასრულწლოვანთა N11 პენიტენციურ დაწესებულებას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი ნინო ჭავჭავაძე, საქართველოს ქრისტიან-ბაპტისტთაა ეკლესიების გაერთიანების აღმასრულებელი დირექტორი ტარიელ პაპინაშვილი და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის წარმომადგენელი ია იმერლიშვილი ეწვივნენ. დაწესებულებაში სასჯელს 40 არასრულწლოვანი ვაჟი იხდის, რომელთაც 40 ცალი ტკბილეულის სასაჩუქრე  ყუთი გადასცეს. მოზარდებსა და ქალთა N5  დაწესებულებაში მყოფ პატიმრებს ასევე, 20 ფუთა ტანსაცმელი გადაეცემათ.






View Larger Map