დღეს, 6 სექტემბერს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და საქართველოს ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანების ერთობლივი საქველმოქმედო აქცია გაიმართა. მართლმადიდებელი ეკლესიის ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის სოფელ საირხის წმინდა ნინოს სახელობის გიმნაზიას მათ საერთაშორისო ორგანიზაციის „დახმარების საერთაშორისო ცენტრი“ ჰუმანიტარული დახმარება - 500 კგ. ბრინჯი და 23 ყუთი ტანსაცმელი გადასცეს.
გიმნაზიის მოძღვარმა, დეკანოზმა გიორგი გოგესაშვილმა მადლობა გადაუხადა სააგენტოსა და ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანებას გაწეული დახმარებისთვის.
ერთობლივ აქციაში მონაწილეობდნენ საქართველოს ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანების აღმასრულებელი მდივანი ტარიელ პაპინაშვილი, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი სპეციალისტი სერგო ფარულავა და ლოჯისტიკის მენეჯერი ლაშა მჭედლიძე.