დღეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თანამშრომლები ორგანიზაცია სახარების რწმენის ეკლესიასთან არსებულ „თიინ ჩელენჯ ჯორჯიას“ ეწვივნენ და ჰუმანიტარული დახმარება გადასცეს.
ორგანიზაცია 12 თვიან, 24 საათიან სარეაბილიტაციო პროგრამას სთავაზობს მამაკაცებსა და ქალებს, ვისაც აქვს სურვილი დაძლიოს ალკოჰოლ და ნარკოტიკდამოკიდებულება.
აქციაში მონაწილეობდნენ რელიგიის სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის ანალიტიკოსი გიორგი პატაშური და თანამშრომელი ვაჟა ართმელაძე.