რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ღრმა მწუხარებას გამოხატავს სახარების რწმენის ეკლესიის ქუთაისის ეკლესიის უფროსი პასტორის, სპარტაკ ჭანკვეტაძის მოულოდნელი გარდაცვალების გამო.
პასტორი სპარტაკ ჭანკვეტაძე მრავალი წლის განმავლობაში ემსახურებოდა სახარების რწმენის ეკლესიასა და მის მრევლს, აქტიურად თანამშრომლობდა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან.
ვუსამძიმრებთ საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიას, ეპისკოპოს ოლეგ ხუბაშვილს, პასტორ გურამ იმერლიშვილს, სახარების რწმენის ეკლესიის ქუთაისის სამრევლოსა და გარდაცვლილის ოჯახს. ღმერთმა ნათელში ამყოფოს სპარტაკ ჭანკვეტაძის სული.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
