მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქია
სომეხთა სამოციქულო ეკლესია ქრისტეშობასა და ნათლისღებას ერთად აღნიშნავს
06.01.2026
1 / 5


 

სომეხთა სამოციქულო ეკლესია დღეს იესო ქრისტეს  შობასა და ნათლისღებას ერთად აღნიშნავს. შობა უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულია, რომელმაც სამყარო შეცვალა. უფლის ნათლისღება კი, ახალი აღთქმის თანახმად, იოანე ნათლისმცემლის მიერ მდინარე იორდანეში იესო ქრისტეს მონათვლას უკავშირდება.

5 იანვრის საღამოს, ტრადიციულად, სომეხთა სამოციქულო ეკლესია საშობაო ჭრაგალუიცისა და საღმრთო ლიტურგიას აღავლენს. ლიტურგიის შემდეგ, მრევლს ეკლესიებიდან ანთებული სანთლები მიაქვს, რაც სიმბოლურად, ბეთლემის ვარსკვლავისა და იესო ქრისტეს შობას გამოხატავს. დღეს კი, სომხური სამოციქულო ეკლესია მაცხოვრის შობას დღესასწაულობს.

სადღესასწაულო მსახურება თბილისის სუბ გევორქის საკათედრო ტაძარში შედგა და მას ეპისკოპოსი კირაკოს დავთიანი და მღვდელი ტერ კირაკოს სიმონიანი  უძღვებოდნენ.

სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიისა და მისი მრევლისთვის დღესასწაულების მისალოცად სუბ გევორქის საკათედრო ტაძარს ეწვივნენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი, ნინო ჭავჭავაძე, სამსახურის ანალიტიკოსები, გიორგი პატაშური და სერგო კერესელიძე და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის იურისტი, ნინო კობეშავიძე.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო კიდევ ერთხელ ულოცავს საქართველოს სომეხ მოქალაქეებს ქრისტეშობასა და ნათლისღებას, მშვიდობას და კეთილდღეობას უსურვებს მათ.






View Larger Map