სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქია საქართველოში დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას ზეიმობს. დღესასწაული უკავშირდება სამი წლის მარიამის მშობლებთან განშორებისა და საზეიმოდ ტაძრად მიყვანებას. დღესასწაული უკავშირდება ტაძარს, რომელიც იმპერატორმა იუსტინიანემ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საპატივცემულოდ, ძველი ებრაული ტაძრის ადგილზე ააშენა.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიას საქართველოში და მის მრევლს დღესასწაულს.