რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და საქართველოს ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანების წარმომადგენლები დღეს ახალგაზრდულ სახლს ეწვივნენ. სტუმრებმა 17 მოზარდს ტკბილეულის 20 სასაჩუქრე ყუთი გადასცეს. ახალგაზრდულ სახლს საქართველოს საპატრიარქო კურირებს
ახალგაზრდული სახლის დირექტორმა, მარიამ გელაშვილმა აქციის ორგანიზატორებს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
აქციაში მონაწილეობდნენ: საქართველოს ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანების აღმასრულებელი მდივანი ტარიელ პაპინაშვილი, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი ნინო ჭავჭავაძე და ლოჯისტიკის მენეჯერი ლაშა მჭედლიძე.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
