23 აპრილს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, სომხეთის რესპუბლიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელს, არაქს ფაშანიანს, საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროს მკვლევარს, ნაზელ ნავასარდიანს და მკვლევარს ტათევიკ მანუკიანს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. შეხვედრის მიზანი გახლდათ საქართველოს რელიგიური პოლიტიკის, ინტერრელიგიური დიალოგის და ისლამის მიმართულებით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობის, გამოცდილების და პროექტების გაცნობა. მკვლევარებმა აღნიშნეს, სომხეთის რესპუბლიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემია სახელმწიფოს მრჩეველი ინსტიტუტია, სადაც მხოლოდ აკადემიური კვლევები ტარდება. „ჩვენ გვსურს, რომ დავწეროთ კვლევა საქართველოში მულტიკულტურიზმის შესახებ“- აღნიშნეს სტუმრებმა. სტუმრებმა დიდი მადლობა გადაუახადეს სააგენტოს თავმჯდომარეს მიწოდებული ინფორმაციისთვის, თბილი დახვედრისათვის და აღნიშნეს, რომ მათთვის დიდი პატივია ზაზა ვაშაყმაძესთან შეხვედრა.