მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები


10.06.2018
მუსლიმები ყადირის ღამეს აღნიშნავენ

დღეს მუსლიმები ერთ-ერთ მნიშვნელოვან დღესასწაულს - ყადირის, ბედისწერისა და ძლევამოსილების ღამეს აღნიშნავენ. მათი რწმენით, სწორედ ამ ღამეს შეასრულა მუჰამედ შუამავალმა წმინდა ყურანის პირველი სურები. დღესასწაული რამაზანის თვის დასასრულს აღინიშნება და მუსლიმთათვის იგი ცოდვების გამოსყიდვის, მიტევებისა და მომავალი 

ვრცლად
01.06.2018
დღეს ნინოობა აღინიშნება

საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოში წმინდა ნინოს შემოსვლას ზეიმობს. საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადება წმინდა ნინოს სახელს უკავშირდება. ქრისტიანობის მქადაგებელი კაბადოკიელი ქალწულის დიდი

ვრცლად
29.05.2018
სომეხთა სამოციქული ეკლესია წმ. გაიანეს ხსენების დღეს აღნიშნავს

დღეს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია იხსენიებს წმინდა გაიანესა და „ამხანაგთა მისთა“, რომელნიც ქრისტიანობისთვის ეწამნენ. წმინდა გაიანე, წმინდა რიფსიმესთან ერთად, სომხეთის პირველ მოწამეებად ითვლებიან.

ვრცლად
28.05.2018
სომეხთა სამოციქულო ეკლესია წმ. ქალწულთა რიფსიმიანთა ხსენებას აღნიშნავს

დღეს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესია სომეხ წმიდანთა და წმიდანის ყოფით ნაცხოვრთა - ჰრიფსიმეანთ და გაიანეანთ  ხსოვნის დღეს აღნიშნავს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო დღესასწაულს ულოცავს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელ წმიდა ეკლესიის  საქართველოს ეპარქიას და მის მრევლს, მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს მათ.

ვრცლად
27.05.2018
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სულთმოფენობას - სული წმინდის გარდამოსვლას ზეიმობს

დღეს საქართველოს ყველა ტაძარი ყვავილებითა და ხის ტოტებით იმოსება- მართლმადიდებელი ქრისტიანები სულთმოფენობის დღესასწაულს აღნიშნავენ. სახარებისეული რწმენით, ღმერთმა სწორედ, ამ დღეს მოუვლინა მოწაფეებს სულიწმინდის მადლი, რაც ძველი სჯულის ახლით შეცვლის, ქრისტეს ეკლესიის დაბადების ნიშანი იყო.

ვრცლად
27.05.2018
ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია სულთმოფენობის დღესასწაულს აღნიშნავს

საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია დღეს სულთმოფენობას აღნიშნავს. სახარების რწმენით, ღმერთმა  ამ დღეს მოუვლინა მოწაფეებს სულიწმინდის მადლი. წმინდა მოციქულებზე აღსრულებული სულთმოფენობის შემდეგ, ეს დღესასწაული არა მხოლოდ წარსული მოვლენების გახსენება, არამედ ეკლესიაში საღვთო სულის განუწყვეტელი მყოფობის ნიშანი გახდა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო

ვრცლად
27.05.2018
ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესია სულმოფენობის დღესასწაულს ზეიმობს

საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია დღეს სულთმოფენობას აღნიშნავს. სახარების რწმენით, ღმერთმა  ამ დღეს მოუვლინა მოწაფეებს სულიწმინდის მადლი. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიასა და მის მრევლს დღესასწაულს, მშვიდობასა და სიკეთეს უსურვებს მათ.

ვრცლად
27.05.2018
მოლოკანთა თემი სულთმოფენობას აღნიშნავს

დღეს სულიერ ქრისტიან-მოლოკანთა თემი სულთმოფენობას დღესასწაულობს. სახარების სწავლებით, აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს, იერუსალიმში,  ციდან გარდამოვლენილი ღმრთაებრივი ცეცხლი ქრისტეს მოწაფეებზე გადმოვიდა, რომლებმაც სხვადასხვა ენებზე დაიწყეს ქადაგება.

 

ვრცლად
27.05.2018
სახარების რწმენის ეკლესია სულთმოფენობას აღნიშნავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მაცხოვრის სულთმოფენობის დღესასწაულს ულოცავს სახარების რწმენის ეკლესიასა და მის მრევლს. სულთმოფენობა აღდგომიდან 50-ე დღეს აღინიშნება. წმინდა მოციქულებზე აღსრულებული სულთმოფენობის შემდეგ, ეს დღესასწაული არა მხოლოდ წარსული მოვლენების გახსენება, არამედ ეკლესიაში საღვთო სულის განუწყვეტელი მყოფობის ნიშანი გახდა. გულითადად გილოცავთ ამ დღეს და სულის 

ვრცლად








View Larger Map