მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 დღეს კათოლიკური სამყარო ყოვლადწმინდა სამების - მამის, ძის და სულიწმინდის დღესასწაულს აღნიშნავს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სამების დღესასწაულს ულოცავს ლათინ-კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციას, საქართველოში მცხოვრებ კათოლიკე მრევლს, სულიწმინდა იყოს თქვენი მფარველი!
ზუსტად საუკუნე გვაშორებს იმ 26 მაისს, როცა თაობათა ოცნება ახდა და საქართველომ დამოუკიდებელი, დემოკრატიული ქვეყნის შენება დაიწყო. და თუმცა, მაშინ ჩვენმა თავისუფლებამ სამი წელიც ვერ გასტანა, ეს დღე იყო იმედი იმ ადამიანებისთვის და მათი
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოში მცხოვრებ ებრაელ თემს და ყველა იუდეველს შავუოთის - თორის მიღების დღესასწაულს ულოცავს. სინას მთაზე თორის მიღება ებრაელი ხალხის ეგვიპტის მონობიდან საბოლოო განთავისუფლების სიმბოლოა, რომელმაც მათ მორალისა და სამართლიანობის მცნებები მისცა. რელიგიის სააგენტო გილოცავთ შავუოთს, რომელიც წლიდან წლამდე შეახსენებს ებრაელ ხალხს სინას მთაზე მომხდარ
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მაცხოვრის სულთმოფენობის დღესასწაულს ულოცავს საქართველოში მცხოვრებ ლათინ-კათოლიკეთა სამოციქულო ეკლესიასა და მის მრევლს. სულთმოფენობა აღდგომიდან 50-ე დღეს აღინიშნება. წმინდა მოციქულებზე აღსრულებული სულთმოფენობის შემდეგ, ეს დღესასწაული არა მხოლოდ წარსული მოვლენების გახსენებაა, არამედ ეკლესიაში საღვთო სულის განუწყვეტელი მყოფობის ნიშანს წარმოადგენს.
დღეს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია სულთმოფენობას დღესასწაულობს. სახარების სწავლებით, აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს, იერუსალიმში, ციდან გარდამოვლენილი ღმრთაებრივი ცეცხლი ქრისტეს მოწაფეებზე გადმოვიდა, რომლებმაც სხვადასხვა ენებზე დაიწყეს ქადაგება.
საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესია დღეს სულთმოფენობას დღესასწაულობს. ღმერთმა სწორედ, ამ დღეს მოუვლინა მოწაფეებს სულიწმინდის მადლი, რაც ძველი სჯულის ახლით შეცვლის ნიშანი იყო. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს ევანგელურ–ლუთერულ ეკლესიასა და მის მრევლს სულთმოფენობის დღესასწაულს და წარმატებებს უსურვებს მათ.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაციამ ვიზიტის ფარგლებში ბოლო შეხვედრა გამართა ისპაჰანის გუბერნატორის მოადგილესთან. შეხვედრა ქალაქ ისპაჰანის გუბერნიაში დოქტორ ჰამიდ რეზა ტაბატაბესთან გაიმართა.
ირანის ისლამურ რესპუბლიკაში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ვიზიტის ფარგლებში დელეგაციამ შეხვედრა გამართა - ერაყის სულიერი ლიდერის აიათოლა ალი სისტანის წარმომადგენელსა და ორგანიზაცია ალულ ბეითის ხელმძღვანელთან აიათოლა შაჰრისტანისთან.
ანში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ვიზიტის ფარგლებში, სააგენტოს დელეგაციამ შეხვედრა გამართა ქალაქ თეირანში ისლამური კულტურისა და ურთიერთობების ორგანიზაციის ხელმძღვანელთან, აბუზარ იბრაჰიმ თურქმანთან.