მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები


08.04.2018
ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია ქრისტეს აღდგომას ზეიმობს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო  იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას ულოცავს საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიასა და მის მრევლს. აღდგომა ყველა  ქრისტიანისთვის უდიდესი  დღესასწაულია, რომელმაც ცოდვაზე გამარჯვება აუწყა სამყაროს. ქრისტე აღდგა!

ვრცლად
08.04.2018
მოლოკანთა თემი ქრისტეს აღდგომას დღესასწაულობს

სულიერ ქრისტიან-მოლოკანთა თემი დღეს ქრისტეს აღდგომას დღესასწაულობს,

სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების, სულიერი ამაღლებისა და განახლების დღეს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს სულიერ ქრისტიან-მოლოკანთა თემს ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას, ქრისტე აღდგა!

ვრცლად
07.04.2018
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ხარებას ზეიმობს

დღეს, 7 აპრილს, მართლმადიდებელი ქრისტიანები თორმეტთაგან ერთ-ერთ საუფლო დღესასწაულს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარებას აღნიშნავენ. სახარების მიხედვით, სწორედ ამ დღეს ახარა გაბრიელ მთავარანგელოზმა ქალწულ მარიამს, რომ ის მესიას - იესო ქრისტეს შობდა. ხარება კაცობრიობის ხსნის დასაწყისი და დაფარული ღვთის საიდუმლოს გამოცხადების დღესასწაულია.

ვრცლად
07.04.2018
სომხური სამოციქულო ეკლესია ხარებას აღნიშნავს

სომეხთა წმინდა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია  დღეს ღვთისმშობლის ხარების საუფლო დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღეს მთავარანგელოზმა გაბრიელმა ღვთისმშობელს ახარა, რომ ის მხსნელს - იესო ქრისტეს მოუვლენდა კაცობრიობას.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ამ დიდ დღესასწაულს  სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიასა და მის მრევლს, მშვიდობასა და  წარმატებებს უსურვებს მათ.

ვრცლად
07.04.2018
ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია ხარებას აღნიშნავს

7 აპრილს, საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. ქრისტოლოგიაში ხარების დღესასწაული კაცობრიობის ხსნის დასაწყისად და საუკუნეების მანძილზე დაფარული ღვთის საიდუმლოს გამოცხადების დღესასწაულად ითვლება.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ლოცავს საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიასა და მის მრევლს ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს და სიკეთესა და წარმატებებს უსურვებს მათ.

ვრცლად
05.04.2018
შეხვედრა ირანის საელჩოს წარმომადგენლებთან

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე და სააგენტოს წარმომადგენლები ირანის  კულტურის ახალ ატაშეს, ჰამიდ მუსტაფავის და უკვე კულტურის ყოფილ ატაშეს - მოჯთაბა ქამრან ფარდის შეხვდნენ. შეხვედრას ესწრებოდნენ სრულიად  საქართველოს შეიხი რამინი 

ვრცლად
04.04.2018
შეხვედრა ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან

დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს საქართველოში, ბატონ კრისტიან ურსეს შეხვდა.

ვრცლად
03.04.2018
შეხვედრა ბრიტანეთის ელჩთან

დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ბატონ ჯასტინ მაქენზი სმიტს შეხვდა.

ვრცლად
02.04.2018
შეხვედრები სტამბოლის მუფტთან და ისლამური კულტურის ცენტრში

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაციის თურქეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ქართული დელეგაცია სტამბოლის მარმარას უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტსა და სტამბოლის ბეიოღლუს ვაჟთა  სასულიერო სკოლა- ლიცეუმს ეწვია.

ვრცლად








View Larger Map