მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 თურქეთის მეჯლისის (პარლამენტი) შენობაში გაიმართა შეხვედრა თურქეთის პარლამენტის მართლმსაჯულების კომიტეტის თავმჯდომარესთან, აჰმეთ იიმაიასთან და საქართველოს მეგობართა ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილესთან, ჰუსეინ შაჰინთან.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ერთ-ერთ მთავარ საუფლო დღესასწაულს, ბზობა-ბაიაობას ზეიმობს. ბზობა მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას აღნიშნავს და აღდგომის წინა კვირას იდღესასწაულება. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს ბზობის დღესასწაულს, სულის სიმშვიდესა და სიხარულს უსურვებს მათ.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მაცხოვრის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს სრულიად სომეხთა სამოციქულო წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლსა და ჩვენს სომეხ თანამოქალაქეებს. აღდგომა ცოდვაზე გამარჯვების, განახლების უდიდესი დღესასწაულია ყველა ქრისტიანისთვის. ვუერთდებით თქვენს სიხარულს და ბედნიერებასა და წინსვლას გისურვებთ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.
დღეს უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს, იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას ზეიმობს კათოლიკური ეკლესია. აღდგომა სიცოცხლის, იმედის, ცოდვათა დამარცხებისა და სულიერი ამაღლების დღესასწაულია. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო გილოცავთ აღდგომის დღესასწაულს, გისურვებთ სიკეთეს, სიხარულს და ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობას.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო უერთდება ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის სიხარულს და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს მათ. აღდგომა ცოდვათა დამარცხებისა და სულიერი ამაღლების დღესასწაულია, სიკეთე და სიხარული გქონოდეთ.
დღეს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია ბზობის დღესასწაულობს. ბზობა ერთ-ერთი მთავარი საუფლო დღესასწაულია და იერუსალიმში უფლის დიდებით შესვლას განასახიერებს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიასა და მის მრევლს ამ დიდ დღესასწაულს, სიხაარულსა და მშვიდობას გისურვებთ.
საქართველოს მოლოკანთა თემი ბზობას - უფლის იერუსალიმში დიდებით შესვლას, ერთ-ერთ უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო გილოცავთ საუფლო დღესასწაულს და წარმატებებს გისურვებთ.
თურქეთის რესპუბლიკაში გრძელდება რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი, რომლის ფარგლებში გაიმართა სააგენტოს თავმჯდომარის, ზაზა ვაშაყმაძისა და თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრ ნუმან ქურთულმუშის შეხვედრა.
31 მარტიდან 7 აპრილის ჩათვლით, ებრაელები ფესახს (პასექი) აღნიშნავენ. ებრაელთათვის ეს დღესასწაული ეგვიპტეში დაბადებულ პირველშობილთა სიკვდილის გახსენებასა და მონობიდან თავის დაღწევას უკავშირდება .
ფესახის ანუ პასექის დღესასწაულის პირველი და მეშვიდე დღე უქმეა, იკითხება ლოცვები, მზადდება სადღესასწაულო კერძები. შუალედ დღეებს ეწოდებათ ”ხოლ ჰამოედ” დიასპორა 8 დღის განმავლობაში ზეიმობს ამ