მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 19 მარტს კათოლიკური სამყარო წმინდა იოსებ დამწინდველს იხსენიებს. ქალწულების აღთქმის დადების შემდგომ, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელის მეურვეობა ოთხმოცი წლის იოსებს მიანდეს., რომელსაც ანგელოზმა აუწყა, რომ ქალწული მარიამისგან ძე ღვთისა უნდა შობილიყო. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენო ულოცავს კათოლიკურ ეკლესიას დღესასწაულს, მშვიდობასა და სიხარულს უსურვებს მას.
დღეს „კლოჩე სარე სალეს“ - გაზაფხულის დადგომას აღნიშნავენ საქართველოში, სომხეთსა და რუსეთში მცხოვრები ეზიდები. ეს უძველესი სახალხო დღესასწაული განახლების, ახალი სიცოცხლის, ახალი წლის დაწყების სიმბოლოა.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ეზიდ თანამოქალაქეებს „კლოჩე სარე სალეს" და განახლებას, წარმატებებსა და კეთილდღეობას უსურვებს მათ.
2018 წლის 14 მარტს სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ოფისში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის გადასაადგილებელი ეტლების გადაცემის საქველმოქმედო აქცია გაიმართა. საქველმოქმედო აქცია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს, მუსლიმთა
დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, საბერძნეთის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ბატონ დიმიტრის კარაბალისს შეხვდა.
დღეს მუსლიმები მუჰამედ შუამავლის ქალიშვილის, წმინდა ფატიმა ზეჰრას დაბადების დღეს აღნიშნავენ. ფატიმა მუსლიმთათვის თაყვანისცემის საგანს წარმოადგენს, მას ღვთისმოშიშობის, მოთმინებისა და ზნეობრივი სიწმინდის მაგალითად მიიჩნევენ. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ამ დღეს საქართველოს მუსლიმ მოსახლეობას.
დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ქალბატონ ფატმა ჯერენ იაზგანს შეხვდა.
1 მარტს ებრაელთა თემი ფურიმს აღნიშნავს. როცა სპარსეთის იმპერიაში მცხოვრებმა ებრაელებმა სასტიკ ბრძოლებში სპარსელებზე გამარჯვება მოიპოვეს და განადგურებას გადაურჩნენ. ებრაელები მორდეხაისა და დედოფალ ესთერის სიბრძნემ და თავგანწირვამ იხსნა.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს იუდეველთა თემს ფურიმის დღესასწაულს და მშვიდობას უსურვებს მათ.
20-21 თებერვალს, ყატარის დედაქალაქ დოჰაში, გაიმართა ინტერ-სარწმუნოებრივი მე-13 კონფერენცია თემაზე - „რელიგია და ადამიანის უფლებები“. კონფერენცია ტრადიციულია და იგი ყატარის ვაკფებისა და ისლამის სამინისტროს პატრონაჟით მიმდინარეობს.