მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები


07.02.2018
რუსთავში კათოლიკური ეკლესია შენდება

დღეს, 7 თებერვალს, ქ. რუსთავში ლათინ-კათოლიკეთა თემის „ღვთიური გულმოწყალების“ სახელობის  მშენებარე ტაძრის კედელში საზეიმოდ ჩაიდგა პირველი სიმბოლური ქვა, რომელიც რომის პაპმა ფრანცისკემ  საქართველოში ვიზიტის დროს აკურთხა.

ვრცლად
02.02.2018
კათოლიკური ეკლესია მირქმას აღნიშნავს

დღეს, 2 თებერვალს, კათოლიკეები ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთ საუფლო დღესასწაულს, მირქმას - მაცხოვრის მიგეგებას აღნიშნავენ. მირქმა ერთ-ერთი უძველესი დღესასწაულია და იგი საზეიმოდ აღინიშნება. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციას,  ყველა კათოლიკეს მირქმის დღესასწაულს, წინსვლასა და კეთილდღეობას უსურვებს მათ.

ვრცლად
02.02.2018
ეზიდები ზამთრის მარხვის დასრულებას აღნიშნავენ

დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ეზიდები ზამთრის ორმოცდღიანი მარხვის დასრულებას, ჩლე ზევესტანეს ზეიმობენ. მარხვას ეზიდები ლოცვასში ატარებენ, რათა ღმერთი ადამიანებს ზამთრის ყველაზე მკაცრი დღეების გადატანაში დაეხმაროს და ისინი კეთილდღეობითა და მშვიდობით დაჯილდოვდნენ. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ეზიდ თემს დღესასწაულს და წარმატებებსა და კეთილდღეობას უსურვებს მათ. 

ვრცლად
31.01.2018
ებრაული თემი ტუ ბიშვატს აღნიშნავს

დღეს ებრაელები ხეთა ახალ წელს - ტუ ბიშვატს ზეიმობენ. ბიბლიის მიხედვით, ამ დღეს მოსავლის მეათედს სასულიერო პირებს, ღარიბებსა და გაჭირვებულებს სწირავდნენ. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო დღესასწაულს ულოცავს ებრაელ ერს, ქართველ ებრაელთა თემს, წარმატებებსა და კეთილდღეობას უსურვებს მათ. 

ვრცლად
30.01.2018
გამოფენა - რელიგიები საქართველოში

დღეს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ, საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან ერთად,  გახსნა გამოფენა - „რელიგიები საქართველოში“.

გამოფენის გახსნაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოში არსებული რელიგიური კონფესიები: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, საქართველოს მუსლიმი თემი,  ებრაელთა თემი,  სომხური სამოციქულო ეკლესიის 

 

ვრცლად
27.01.2018
მართლმადიდებელი ეკლესია ნინოობას აღნიშნავს

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია დღეს საქართველოში წმინდა ნინოს შემობრძანებას ზეიმობს. საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადება წმინდა ნინოს სახელს უკავშირდება. ქრისტიანობის მქადაგებელი კაბადოკიელი ქალწულის დიდი დამსახურების გამო, მართლმადიდებელი ეკლესია მას ქართველთა განმანათლებლად და მოციქულთა სწორად მიიჩნევს.რელიგიის საკითხთა 

ვრცლად
26.01.2018
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ანგარიში

დღეს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე, საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია, საქართველოს 

ვრცლად
25.01.2018
შეხვედრა სამების საკათედრო ტაძარში

სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში შედგა შეხვედრა, რომელიც ,,რელიგიების ისტორიის” სწავლებასთან დაკავშირებული შეხედულებების გაცნობას მიეძღვნა. 
შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ და სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს საპატრიარქოსა და სხვადასხვა კონფესიების მაღალი იერარქიის პირები, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო 

ვრცლად
25.01.2018
ეკუმენური ლოცვა

დღეს, 25 იანვარს, სომხეთის სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის  სურბ გევორგის საკათედრო ტაძარში, შედგა სომხეთის სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის, ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციის,  ევანგელურ-ლუთერული და ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიების ეკუმენური ლოცვა, რომელსაც ამ ეკლესიათა მოწვევით, ესწრებოდა რელიგიის 

ვრცლად








View Larger Map