მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები


25.12.2017
კათოლიკური სამყარო ქრისტეშობას ზეიმობს

25 დეკემბერს კათოლიკური სამყარო უფლის შობას ზეიმობს. მილიონობით ადამიანისთვის ეს ახალი ერის დაწყების დღეა, რომელმაც სამყარო შეცვალა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ყველა კათოლიკეს, ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციას ქრისტეშობას, მშვიდობას, სიყვარულს, სიკეთეს უსურვებს მათ.

ვრცლად
25.12.2017
ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია ქრისტეშობას აღნიშნავს

25 დეკემბერს ქრისტეშობას ზეიმობს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ყველა ბაპტისტს, განსაკუთრებით კი საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიასა და მის მრევლს უფლის შობის დღეს მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს მათ.

ვრცლად
25.12.2017
სახარების რწმენის ეკლესია ქრისტეშობას ზეიმობს

დღეს მილიონობით ქრისტიანისთვის გამორჩეულ დღეს - ქრისტეშობას ზეიმობს სახარების რწმენის ეკლესია. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიას, მშვიდობას და კეთილდღეობას გისურვებთ.

 

ვრცლად
25.12.2017
ევანგელურ-ლუთერული ეკლესია ქრისტეშობას ზეიმობს

ევანგელურ-ლუთერული ეკლესია 25 დეკემბერს ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ამ დიდ დღესასწაულს საქართველოს ევანგელიურ-ლუთერულ ეკლესიასა და მრევლს, კეთილდღეობას, წარმატებებს უსურვებს მათ.

ვრცლად
25.12.2017
ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია ქრისტეშობას აღნიშნავს

მსოფლიოს ყველა პროტესტანტთან ერთად, ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია და მრევლი. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო გილოცავთ და სიყვარულს, სიკეთეს გისურვებთ.

ვრცლად
19.12.2017
დღეს ნიკოლოზობაა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა მღვდელმთავრის, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსის, ნიკოლოზ საკვირველმოქმედის ხსენების დღეს აღნიშნავს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მართლმადიდებელ მრევლს დღესასწაულს, მშვიდობას და სიკეთეს უსურვებს მათ.

ვრცლად
18.12.2017
ეზიდთა ტაძარში ღვთისმსახურება გაიმართა

თბილისის ეზიდთა ტაძარში,  „აიდა ეზიდ“ -ის დღესასწაულისადმი მიძღვნილი  მსახურება ჩატარდა, რომელსაც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე და სააგენტოს თანამშრომლები ესწრებოდნენ.

ვრცლად
15.12.2017
შეხვედრა სომეხ კათოლიკეთა ეკლესიის წარმომადგენლებთან

დღეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი ზაზა ვაშაყმაძე თბილისის სომხური კათოლიკური სამრევლოს მოძღვარს მიხეილ ხაჩკალიანსა და აღმოსავლეთ ევროპის სომეხ კათოლიკეთა ორდინატის არქიეპისკოპოს რაფაელ მინასიანს შეხვდა.

ვრცლად
15.12.2017
ეზიდი თემი აიდა ეზიდს დღესასწაულობს

დღეს მთელი მსოფლიოს ეზიდები თავიანთ მთავარ რელიგიურ დღესასწაულს, აიდა ეზიდს აღნიშნავენ, რომელიც მზის კულტთან არის დაკავშირებული. ეზიდთა მითოლოგიის თანახმად, სწორედ, ამ კვირის დასაწყისში შეიქმნა დედამიწა, დღეს კი უფლის სადიდებელი, სამყაროს დაბადების დღე აღინიშნება. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ყველა ეზიდს ულოცავს დღესასწაულს, განსაკუთრებით კი, ქართველ ეზიდებს, მშვიდობას და 

ვრცლად








View Larger Map