მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები


13.12.2017
მართლმადიდებელი ეკლესია ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს

სამოციქულო ეკლესია დღეს ქრისტეს თორმეტ მოციქულთაგანის, წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენებას აღნიშნავს.  წმინდა მოციქულს უფალმა იესო ქრისტემ პირველს მოუწოდა, ამიტომაც ეწოდა მას პირველწოდებული. უდიდესია ანდრია პირველწოდებულის როლი  საქართველოსათვის - გადმოცემის თანახმად, ღვთისმშობლის მიძინების შემდგომ, თავისი მეოთხე, საბოლოო მისიონერული მოგზაურობისას მოციქული  საქართველოში 

ვრცლად
13.12.2017
ებრაული სამყარო ხანუქას დღესასწაულობს

13-20 დეკემბერს იუდეველები ხანუქას, სინათლის სიბნელეზე გამარჯვების დღეს ზეიმობენ - ელინელთაგან შეურაცხყოფილი ტაძრის განახლების (ძვ. წ. II ს.) გასახსენებლად და იმ სასწაულის აღსანიშნავად, როცა ტაძარში აღმოჩენილი ერთი დღის სამყოფი წმინდა ზეთი რვა დღის განმავლობაში ენთო. შესაბამისად,  დღესასწაული 8 დღეს გრძელდება და სასანთლეზე (მენორაზე) თითო სანთელი ინთება.

ვრცლად
11.12.2017
შეხვედრა ამერიკის საელჩოსა და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან

საქართველოში ამერიკის საელჩოს ინიციატივით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე აშშ-ის საელჩოს პოლიტიკურ ოფიცერს რაიან კოენიგსა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს იონათან ბრატდს შეხვდა.

ვრცლად
09.12.2017
დღეს სომხური ეკლესია ღვთისმშობლის უმანკო ჩასახებას დღესასწაულობს

დღეს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესია ღვთისმშობლის უმანკო ჩასახებას დღესასწაულობს. 
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიასა და მის მრევლს კეთილდღეობასა და სიხარულს უსურვებს მათ.

 

ვრცლად
08.12.2017
კათოლიკური ეკლესია ღვთისმშობლის უბიწო ჩასახებას დღესასწაულობს

დღეს კათოლიკე ეკლესია მარიამის უმანკო ჩასახებას აღნიშნავს. დღესასწაულად ეს დღე 1854 წლიდან აღინიშნება პაპ პიუს IX-ის დოგმატის საფუძველზე. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციასა და საქართველოს კათოლიკე მოქალაქეებს დღესასწაულს და წარმატებებს უსურვებს მათ.

ვრცლად
06.12.2017
დღეს შიიტი მუსლიმები მუჰამედ შუამავლის დაბადების დღეს აღნიშნავენ

დღეს საქართველოში მცხოვრები შიიტი  მუსლიმები წმინდა მუჰამედ შუამავლის დაბადების დღეს ზეიმობენ. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს მათ ამ მნიშვნელოვან დღესასწაულს მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს მათ.

ვრცლად
05.12.2017
ქონებრივი და ფინანსური კომისიის სხდომა

დღეს, 5 დეკემბერს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის მეხუთე სხდომა.

ვრცლად
04.12.2017
დღეს საქართველოს პარლამენტში რელიგიურ ორგანიზაციებთან შეხვედრა გაიმართა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის, ებრაული თემის, კათოლიკური ეკლესიის, ევანგელურ-

ვრცლად
04.12.2017
მუსლიმთა სამმართველოს 2017 წლის ანგარიშის პრეზენტაცია

სასტუმრო „გოლდენ პალასის“ საკონფერენციო დარბაზში, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს 2017 წლის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: მუსლიმი სასულიერო პირები, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე,  საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, მუსლიმური ქვეყნების 

ვრცლად








View Larger Map