მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესია დღეს რეფორმაციის დღეს აღნიშნავს. ეს თარიღი უკავშირდება რეფორმაციის ფუძემდებლის, მარტინ ლუთერის მიერ 1517 წელს, ვიტენბერგის საკათედრო (ყოველთა წმინდათა) ტაძრის კარებზე 95 თეზისის მიჭედებას, რომელიც აერთიანებდა რიგ თეოლოგიურ და ეკლესიოლოგიურ საკითხებს. ეს ქმედება მიიჩნევა პროტესტანტული რეფორმაციის ოფიციალური ათვლის წერტილად. აღსანიშნავია, რომ
საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია 31 ოქტომბერს „რეფორმაციის დღესასწაულს“ აღნიშნავს. დღესასწაული პროტესტანტულ მოძრაობას უკავშირდება და ღმერთის სიტყვას ქრისტიანული სარწმუნოებაში უზენაეს ავტორიტეტს ანიჭებს, სწორედ ამიტომ პროტესტანტული იდეის დამკვიდრების შემდგომ ითარგმნა არაერთი წიგნი, ბიბლიური სწავლებანი და შექმნა მრავალი საგალობელი ბიბლიურ თემებზე, რომელთაგან მრავალი
017 წლის 30 ოქტომბერს, საქართველოს მთავრობის კანცელარიაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფოს თავმჯდომარემ ირანის ისლამური რესპუბლიკის წარმომადგენლებს უმასპინძლა. შეხვედრას ესწრებოდა ირანის ელჩი კავამ შაჰიდი, ისლამური კულტურის ორგანიზაციის წარმომადგენლები - მანსურ თაჰმასები და ჯელალი ჰეიდარი, ალ-მუსტაფას უნივერსიტეტის წარმომადგენელი დავუდ ზაარი, სრულიად საქართველოს შეიხი რამინ
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო განაგრძობს ტრენინგებს - ადამიანის უფლებათა სამთავრობო გეგმის 2017-2018 წ.წ. ფარგლებში. ქ.თბილისში ჩატარებული ოთხი სემინარის შემდგომ, სააგენტოს თანამშრომლები კახეთში, ქ.თელავში იმყოფებიან და რეგიონის მასშტაბით განაგრძობენ ტრენინეგებს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი თანამშრომლების გადამზადების მიზნით - რელიგიური
დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის კონფლიქტისა და სტაბილიზაციის ოპერაციების ბიუროს საგარეო საქმეთა ოფიცერს ჯონათან ბრენდს შეხვდა. აღნიშნული შეხვედრა ამერიკული მხარის ინიციატივითა და სურვილით გაიმართა.
საქართველოს მთავრობის #117-ე (27.01.2014) დადგენილების - „საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების წესის“ თანახმად, საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული 4 500 000 (ოთხი მილიონ ხუთასი ათასი) ლარიდან, რელიგიის საკითხთა
დღეს, 14 ოქტომბერს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია „კვართისა საუფლოისა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისას” დღესასწაულს, სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. ამ დღეს საქართველოს ყველა ეკლესიაში სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღევლინება და წმ. მეფე მირიანის, დედოფალ ნანას, წმ. სიდონიასა და აბიათარის ხსენება აღინიშნება. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო
13-14 ოქტომბერს ებრაელები „შმინიაცერეთი/სიმხათ თორას” აღნიშნავენ. „სიმხათ თორა“ - „თორით გამოწვეული სიხარული”, თორის კითხვის განახლებას უკავშირდება და ერთ-ერთ ყველაზე მხიარულ ებრაულ დღესასწაულად მიიჩნევა. ისრაელში იგი შმინიაცერეთს - სუქოთის მერვე, დამასრულებელ დღეს ემთხვევა.
13 ოქტომბერს, ეზიდი თემის წარმომადგენლებისათვის „ჯამაია შიხადი“ - ეზიდთა განკაცებული ღმერთის, შეიხ ადის ხსოვნის პატივსაცემი დღეები სრულდება. დღესასწაულის მეშვიდე დღეს მომლოცველები რიტუალურ ცეკვებს ასრულებენ, რა დროსაც, მათი რწმენით, სულიერად იწმინდებიან. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო კიდევ ერთხელ ულოცავს დღესასწაულს საქართველოს ეზიდ თემს.