მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 დღეს თბილისის სახარების ქრისტიან ბაპტისტთა ეკლესიაში ბაპტიზმის 150 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ მეზობელი ქვეყნების- უკრაინის, სომხეთის, ბელორუსის, მოლდოვას, რუსეთის ასევე - გერმანული და ა.შ.შ- ს ბაპტისტური ეკლესიების წარმომადგენლები და სასულიერო პირები.
იუდეური სუქოთის დღესასწაული, რომელიც 7 დღის განმავლობაში აღინიშნება და სიმბოლურად სინაის უდაბნოში ებრაელთა სვლას განასახიერებს დღეს დასრულდა, სუქოთი ებრაელთა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ზეიმია. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ყველა იუდეველს, განსაკუთრებით ქართველ ებრაელებს დღესასწაულს და ბედნიერებასა და სიხარულს უსურვებს მათ.
დღეს, 6 ოქტომბერს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში შედგა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის მეოთხე სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ: მართლმადიდებელი ეკლესიის, ლუთერული ეკლესიის, კათოლიკური ეკლესიის, ეზიდთა თემისა და მუსლიმთა თემის წარმომადგენლები.
6 ოქტომბერს, ეზიდი თემის წარმომადგენლებისათვის ჯამაია შიხადი- ეზიდთათვის განკაცებული ღმერთის, შეიხ ადის ხსოვნის პატივსაცემად მომლოცველთა საყოველთაო შეკრების დღეები იწყება. 7 დღის განმავლობაში ტარდება ყოველდღიური რიტუალები, მეშვიდე დღეს კი, სრულდება რიტუალური ანგელოზთა ცეკვა, რა დროსაც მომლოცველები, მათი რწმენით, სულიერად იწმინდებიან.
ა.წ. 30 სექტემბერს სოფელ კუმურდოში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ერთობლივი მიმართვა (5 ოქტომბერი, 2017 წელი)
ახალქალაქის რაიონის სოფელ კუმურდოში, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების X ს-ის ტაძრის ეზოში, ა.წ. 30 სექტემბერს მოხდა ინციდენტი ადგილობრივი მოსახლეობის გარკვეულ ჯგუფსა და სამართალდამცავებს შორის.
5-12 ოქტომბერს იუდეველები სუქოთის დაწყებას ზეიმობენ, რაც, სიმბოლურად, სინაის უდაბნოში ებრაელთა სვლას განასახიერებს. ეს ებრაელთა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ზეიმია და მას შვიდი დღის მანძილზე აღნიშნავენ. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ყველა იუდეველს, განსაკუთრებით ქართველ ებრაელებს დღესასწაულს და ბედნიერებასა და სიხარულს უსურვებს მათ.
დღეს იუდეველები უმნიშვნელოვანეს დღესასწაულს, იომ-ქიფურს აღნიშნავენ. ესაა საყოველთაო მიტევების, მარხვის, აღსარებისა და ცოდვების გამოსყიდვის დღე, რომელსაც ებრაელები განსაკუთრებულად აღნიშნავენ ებრაული თიშრის თვის მეათე დღეს და მონანიების ათი დღის დასასრულს წარმოადგენს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ყველა იუდეველს და განსაკუთრებით, საქართველოს ებრაულ თემს ამ დღეს, სულის სიმხნევეს, სიკეთეს და სიხარულს უსურვებს მათ.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო განაგრძობს ტრენინგებს - ადამიანის უფლებათა სამთავრობო გეგმის 2017-2018 წ.წ. ფარგლებში. ქ.თბილისში ჩატარებული სამი სემინარის შემდგომ სააგენტოს თანამშრომლები აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში იმყოფებიან და რეგიონის მასშტაბით განაგრძობენ ტრენინეგებს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი თანამშრომლების გადამზადების მიზნით რელიგიური
დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ადამიანის უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელს. ჩეხეთის რესპუბლიკის ეროვნული კონტიგენტის მეთაურ ჯირი როუსსა და ამავე ჯგუფის დამკვირვებელ იანა კუხმონენს შეხვდა. ჯირი როუსმა სააგენტოს ხელმძღვანელს მოუთხრო