მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები


27.09.2017
მართლმადიდებელი სამყარო ჯვართამაღლებას აღნიშნავს

მართლმადიდებელი სამყარო დღეს ჯვართამაღლებას ზეიმობს.  გადმოცემის თანახმად, 335 წელს, რომის იმპერატორ კონსტანტინე პირველის დედის, ელენე დედოფლის ბრძანებით, იერუსალიმის მახლობლად იპოვეს ჯვარი, რომელზეც მაცხოვარი ეწამა. იერუსალიმის პატრიარქმა ჯვარი აღმართა - აღამაღლა, რომ იგი ყველას ეხილა.

ვრცლად
22.09.2017
შეხვედრა იორდანიის ავქაფის წარმომადგენლებთან

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე იორდანიის სამეფოს ავქაფისა და ისლამური საკითხების სამინისტროს ამანის ავქაფის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, დოქტორ მაჰმუდ ფატჰი ალზგაიბეას შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა აღმოსავლეთ საქართველოს მუფტი, იასინ ალიევი.

ვრცლად
21.09.2017
მართლმადიდებელი სამყარო ღვთისმშობლის შობას ზეიმობს

1 სექტემბერს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ მარიამის შობას დღესასწაულობს. საღვთო გადმოცემის თანახმად, საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა - მას უნდა ექადაგა ქრისტეს რჯული საქართველოში, მაგრამ უფალმა აუწყა, არ დაეტოვებინა იერუსალიმი, ვინაიდან მოახლოებული 

ვრცლად
21.09.2017
ებრაული თემი როშ-ჰაშანას ზეიმობს

21-22 სექტემბერს, იუდეველები როშ-ჰაშანას - ებრაულ ახალ წელიწადს ზეიმობენ. როშ -ჰაშანა ებრაელთათვის გასულ წელზე სულიერი ანგარიშის პერიოდია, როცა  ყოველი ებრაელი ინანიებს საკუთარ შეცდომებსა და ცოდვებს.

   რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ყველა იუდეველს, განსაკუთრებით კი საქართველოს ებრაულ თემს როშ-ჰაშანას დღესასწაულს და ბედნიერ, ნაყოფიერ და მშვიდობიან წელს უსურვებს მათ.

ვრცლად
17.09.2017
დღეს სომხური სამოციქულო ეკლესია ჯვართამაღლებას აღნიშნავს

დღეს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლებას ზეიმობს. ჯვართამაღლება ჯვრისადმი მიძღვნილ დღესასწაულთაგან უმნიშვნელოვანესია, რადგან იგი 14 წლიანი ტყვეობიდან ჯვრის სპარსეთიდან იერუსალიმში დაბრუნებასა და დიდების ხსენებას ეძღვნება.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას, მის საქართველოს ეპარქიასა და მრევლს ჯვართამაღლებას.. 

 

ვრცლად
15.09.2017
შეხვედრა აიათოლა შაბისტანისთან

დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძემ ირანელ სტუმარს, აიათოლა მოჰსემ მუშტაიდ შაბისტანის უმასპინძლა შეხვედრას ესწრებოდნენ: ირანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ჯავად ქევამ შაჰიდი, სრულიად საქართველოს შეიხი რამინ იგიდოვი და აღმოსავლეთ საქართველოს მუფტი იასინ ალიევი.

ვრცლად
14.09.2017
კათოლიკური სამყარო ჯვართამაღლებას აღნიშნავს

დღეს კათოლიკური ეკლესია ჯვართამაღლებას ზეიმობს. იესოს ცხოველმყოფელი ჯვრის ამაღლება სულიერი ამაღლების მაგალითია ყოველი ქრისტიანისთვის. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ყველა კათოლიკეს, ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციასა და მრევლს ჯვართამაღლებას.

ვრცლად
11.09.2017
შეხვედრა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში

დღეს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თბილისის კრიშნას ცნობიერების ტაძრის საზოგადოებასთან ურთიერთობის კორდინატორი, იოსებ კაპანაძე და ლიტვის კრიშნას ცნობიერების ტაძრისა და ლიტვის წმინდა სახელის მონასტრის წინამძღვარი (ლიტვაში მოღვაწე ფინური წარმოშობის ბერი), ანანდა ვარდხანა ესტუმრნენ.

სტუმრებმა შეხვედრა გამართეს სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძესთან. ლიტველი სტუმარი დაინტერესდა საქართველოში რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობით, რელიგიური მრავალფეროვნებისა და

ვრცლად
09.09.2017
მუსლიმები ყადირ ხუმს აღნიშნავენ

დღეს მუსლიმები ერთ-ერთ მნიშვნელოვან დღესასწაულს- ყადირ ხუმს აღნიშნავენ, როცა შუამავალმა მუჰამედმა ალი საკუთარ მემკვიდრედ დაასახელა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ყველა მუსლიმს  დღესასწაულს, სიკეთეს და საყოველთაო  მშვიდობას უსურვებს მათ.

ვრცლად








View Larger Map