მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რამაზან ბაირამთან დაკავშირებით, საქართველოს მუსლიმ თემს იფთარზე უმასპინძლა.
მთავრობის მეთაურმა მათ რამაზანის თვე მიულოცა და კეთილდღეობა, სიკეთე და მშვიდობა უსურვა.
გიორგი კვირიკაშვილმა ისაუბრა პროგრამებსა და პროექტებზე, რომლებიც სახელმწიფოს ხელშეწყობით ხორციელდება - კერძოდ: მეოთხე წელია, სახელმწიფო აფინანსებს მუსლიმ თემსა და კიდევ რამდენიმე რელიგიურ
დღეს, 30 დღიანი მარხვის შემდეგ, მუსლიმები რამაზან-ბაირამს, მარხვის დასრულებას აღნიშნავენ. მუსლიმთა რწმენით, სწორედ რამაზანის თვეში მოევლინა დედამიწას ყურანი. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს მუსლიმ თანამოქალაქეებს დღესასწაულს და მშვიდობას უსურვებს მათ.
დღეს კათოლიკური ეკლესია წმიდაი ოანე ნათლისმცემლის, მაცხოვრის წინამორბედის შობას აღნიშნავს, უდიდესი წინასწარმეტყველის, რომელმაც ძველი აღთქმის ეპოქა დაასრულა და უფლის განკაცება დაამოწმა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ყველა კათოლიკეს, წარმატებებსა და კეთილდღეობას უსურვებს მათ.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე თბილისის ჯუმა მეჩეთს ესტუმრა და ყადირის ღამესთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრო.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სრულიად საქართველოს შეიხი რამინ იგიდოვი, შეიხის მოწვევით ჩამოსული სტუმრები: ირანის საელჩოს კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი მოჟდაბა ქამრანფარდი, ალ მუსტაფას უნივერსიტეტის წარმომადგენელი დავუდ ზაარი და შიიტი სტუმრები.
რეფორმების, მათ შორის, საკულტო შენობა-ნაგებობების სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციებისათვის გადაცემის პროცესი წარმატებით ხორციელდება, ამ მიზნით რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯომარე ზაზა ვაშაყმაძე, საქართველოს ებრაელთა კავშირის თავმჯდომარე მერაბ ჩანჩალაშვილი, ედუარდ პალაგაშვილი და ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში შაფთაი ცური ვანის რაიონში იმყოფებოდნენ.
მუსლიმური სამყაროს შიიტური ნაწილი ყადირის ღამეს, ყურანის დედამიწაზე გარდმოვლენის ღამეს აღნიშნავს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო ულოცავს ამ დღეს მუსლიმებსა და საქართველოში მცხოვრებ მულიმურ თემს.
დღეს კათოლიკური სამყარო და საქართველოში მცხოვრები ლათინ-კათოლიკეთა სამოციქულო ეკლესია და მისი მრევლი ევქარისტიის - ქრისტეს უწმიდესი ხორცისა და სისხლის დიდ დღესასწაულს აღნიშნავს. ევქარისტიის საიდუმლო აღასრულა ქრისტემ საიდუმლო სერობაზე, როცა პური და ღვინო თავის ხორცად და სისხლად გარდაქმნა, აზიარა მოწაფენი და მცნებად მისცა, აღესრულებინათ ეს საიდუმლო მის მოსახსენებლად. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო გილოცავთ დღესასწაულს!
11 ივნისს საქართველოს ეზიდებმა „ტავაფა ეზიდ“ - თბილისის ეზიდების ტაძრის დღესასწაული აღნიშნეს. ღონისძიებას საქართველოს სხვადასხვა რელიგიის სასულიერო ლიდერები, დეპუტატები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თანამშრომლები ესწრებოდნენ.
ტაძრის დღესასწაული სასულიერო რიტუალით დაიწყო და ტრადიციულად ტაძრის სახურავზე ბაღდადის შეცვლით დასრულდა.
დღეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის ზაზა ვაშაყმაძისა და თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ზექი ლევენთ გურმუქჩუს მორიგი სამუშაო შეხვედრა.
შეხვედრაზე მიმოიხილეს რეგიონში და მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებული მდგომარეობა და გამოწვევები. თურქეთის ელჩმა დადებითად შეაფასა საქართველოს სახელმწიფოს, კერძოდ, რელიგიის