მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები


04.06.2017
მართლმადიდებელი სამყარო სულთმოფენობას ზეიმობს

საქართველოს ყველა ტაძარი დღეს ყვავილებითა და ხის ტოტებით იმოსება- მართლმადიდებელი ქრისტიანები სულთმოფენობის დღესასწაულს აღნიშნავენ. ღმერთმა სწორედ, ამ დღეს მოუვლინა მოწაფეებს სულიწმინდის მადლი, რაც ძველი სჯულის ახლით შეცვლის, ქრისტეს ეკლესიის დაბადების ნიშანი იყო. რელიგიის 

ვრცლად
04.06.2017
ქრისტიანული სამყარო სულთმოფენობას ზეიმობს

ღეს ყველა ქრისტიანული ტაძარი მწვანით იმოსება - ქრისტიანული სამყარო სულთმოფენობას დღესასწაულობს. სახარების სწავლებით, აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს, იერუსალიმში, ციდან გარდამოვლენილი ღვთაებრივი ცეცხლი ქრისტეს მოწაფეებზე გადმოვიდა, რომლებმაც სხვადასხვა ენებზე დაიწყეს ქადაგება.

ვრცლად
01.06.2017
საქართველოში ნინოობა აღინიშნება

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია დღეს საქართველოში წმინდა ნინოს შემოსვლას ზეიმობს. საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადება წმინდა ნინოს სახელს უკავშირდება. ქრისტიანობის მქადაგებელი კაბადოკიელი ქალწულის დიდი დამსახურების გამო, მართლმადიდებელი ეკლესია მას ქართველთა განმანათლებლად და მოციქულთა სწორად მიიჩნევს.

ვრცლად
31.05.2017
რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური კომისია

დღეს, 31 მაისს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში შედგა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის მორიგი სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, მუსლიმთა, ევანგელურ-პროტესტანტული, ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის, ეზიდთა სასულიერო საბჭოსა და ებრაელთა თემის  წარმომადგენლები. 

ვრცლად
30.05.2017
30-31 მაისს იუდეველები შავუოთს ზეიმობენ

30-31 მაისს იუდეველები შავუოთს - სინაის მთაზე თორის მიღებას ზეიმობენ. შავუოთი ებრაელი ხალხის ეგვიპტის მონობიდან საბოლოო განთავისუფლების სიმბოლოა და წლიდან წლამდე შეახსენებს ებრაელ ხალხს სინას მთაზე მომხდარ სასწაულს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ყველა იუდეველს, განსაკუთრებით კი საუკუნეების მანძილზე საქართველოში მცხოვრებ ებრაელ თემს შავუოთის დღესასწაულს და წარმატებას, 

ვრცლად
27.05.2017
მუსლიმანური სამყარო რამაზნის დაწყებას აღნიშნავს

27 მაისს მუსლიმები რამაზნის - მარხვის თვის დაწყებას აღნიშნავენ. რამაზნის მარხვაში განთიადიდან მზის ჩასვლამდე მარხულობს ყველა მუსლიმი, რაც საკვებზე უარის თქმის გარდა, ღვთის საამებელ საქმეებს, ლოცვას, მოწყალებას, მოთმინებას, თავმდაბლობასა და სულიერ სიმშვიდეს გულისხმობს

ვრცლად
25.05.2017
მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ამაღლებას აღნიშნავს

დღეს, აღდგომიდან მეორმოცე დღეს, მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ამაღლებას აღნიშნავს. ქრისტიანული სწავლებით, მაცხოვარი აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ეცხადებოდა თავის მოწაფეებს და ღვთის სასუფევლის შესახებ მოუთხრობდა, 40 დღის შემდეგ კი უკანასკნელად გამოეცხადა მათ, მოუწოდა, ექადაგათ სახარება და მოწაფეთა თვალწინ ამაღლდა ზეცად.

ვრცლად
25.05.2017
დღეს ქრისტიანული სამყარო მაცხოვრის ამაღლებას ზეიმობს

სახარება გვაუწყებს, რომ ბრწყინვალე აღდგომიდან მეორმოცე დღეს უფალი უკანასკნელად გამოეცხადა თავის მოწაფეებს, მოუწოდა სულიწმიდის მოფენამდე დარჩენილიყვნენ იერუსალიმში, შემდეგ კი წასულიყვნენ და ყველასთვის ექადაგათ სახარება მამის, ძისა და სულიწმიდის სახელით. ამ სიტყვების მერე  ქრისტე მოწაფეთა თვალწინ ამაღლდა ზეცაში.

ვრცლად
25.05.2017
რელიგიური რუკების პრეზენტაცია

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ რელიგიური რუკების პრეზენტაცია გამართა. სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გამართულ ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციების ლიდერები დაესწრნენ.
 

ვრცლად








View Larger Map