მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 დღეს, 4 აპრილს, საქართველოს ეროვნული მუზეუმში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ და საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც სხვადასხვა რელიგიური და ტრადიციული კულტურული ფასეულობების შესწავლისა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასთან
დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის ზაზა ვაშაყმაძისა და ირანის ისლამის კულტურისა და რელიგიათა ურთიერთობების სახელმწიფო სამსახურის პრეზიდენტ დოქტორ აბუზარ ებრაჰიმს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდა ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში
28 მარტს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე შეხვდა ესტონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში კაი კაარელსონს.
ზაზა ვაშაყმაძემ მადლობა გადაუხადა ახლად დანიშნულ ელჩს, როგორც მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელს, საქართველოს მხარდაჭერისათვის და წარმატება უსურვა მას შემდგომ საქმიანობაში.
საქართველოს პარლამენტის პლენარულ დარბაზში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავთან დაკავშირებით გაიმართა საზეიმო სხდომა და მიღება, რომელსაც ესწრებოდნენ: საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II, საქართველოს პრემიერ- მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე,
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ ხელვაჩაურის ახლადგარემონტებული ცენტრალური მეჩეთი მოინახულა, სადაც სრულიად საქართველოს მუფტს ბეგლარ ქამაშიძეს, ადგილობრივ მუსლიმ სასულიერო პირებსა და მრევლს შეხვდა. ზაზა ვაშაყმაძე ადგილობრივი მუსლიმი თემის წარმომადგენლებს გაესაუბრა, დაინტერესდა მათი პრობლემებითა და ახლად გარემონტებული მეჩეთის გახსნა მიულოცა მათ.
მუსლიმმა თემმა მადლიერება გამოთქვა სახელმწიფოს მხრიდან დახმარებისათვის, ბეგლარ ქამაშიძის განცხადებით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს უშუალო ჩართულობით მოგვარდა უამრავი საკითხი, რამაც უდიდესი როლი იქონია ადგილობრივი მუსლიმი თემის განვითარებაში.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავთან დაკავშირებით სააგენტოს თავმჯდომარემ უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა. ლექციის თემა იყო საქართველოში არსებული რელიგიური პოლიტიკა, რელიგიური კონფესიებისა და უმცირესობების მდგომარეობა. ზაზა ვაშაყმაძემ ისაუბრა, აგრეთვე, სახელმწიფოს მხრიდან ბოლო სამი წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტებისა და პროგრამების შესახებ, ასევე, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ კონფესიების დაფინანსების, მათი უფლებების დაცვის, ქონებრივი და ფინანსური კომისიის საქმიანობის შესახებ. ლექცია კითხვა პასუხის ფორმატში მიმდინარეობდა.
დღეს, 24 მარტს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში შედგა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის მორიგი სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის, მუსლიმთა, ევანგელურ-პროტესტანტული და ებრაელთა თემის წარმომადგენლები.
დღეს, 23 მარტს, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. საზეიმო თარიღთან დაკავშირებით, თსუ პირველ კორპუსში გაიხსნა გამოფენა - ,,ავტოკეფალია 100“, სადაც წარმოდგენილი იყო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკასა და მუზეუმში დაცული უნიკალური საეკლესიო გამოცემები, უნიკალური საარქივო
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მიიღო ირანის სასულიერო პირთა დელეგაცია თეირანის სულიერი ლიდერის აიათოლა ქაზიმ სიდიგის ხელმძღვანელობით.
სააგენტოს თავმჯდომარემ სტუმრებს გააცნო მუსლიმ თემთან თანამშრომლობის საკითხები და ხელისუფლების მიერ მათ მიმართ მიღებული გადაწყვეტილებები,