მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 კათოლიკური ეკლესია დღეს ეპიფანიას - ღვთის განცხადებას აღნიშნავს. ეპიფანია, აღდგომასთან ერთად, უძველესი ქრისტიანული დღესასწაულია, რომელიც ქრისტეშობასა და მის თანმდევ მოვლენებს ეძღვნება. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ყველა კათოლიკეს ულოცავს დღესასწაულსდა სიკეთეს, სიყვარულს, სიხარულს უსურვებს.
დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II იუბილარია. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო დიდი პატივისცემით ულოცავს 84 წლისთავს საქართველოს პატრიარქს, რელიგიურ ლიდერსა და პიროვნებას, რომელსაც გამორჩეული წვლილი მიუძღვის ქვეყნის უახლეს ისტორიაში.
27 დეკემბერს ამერიკის საელჩოს ინიციატივით სამუშაო შეხვედრა გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში.
სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ და ამერიკის საელჩოს პოლიტიკურმა ოფიცერმა რაიან კოენიგმა რამდენიმე საკითხი განიხილეს,
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე კათოლიკურ ეკლესიას ეწვია და ქრისტეშობისადმი მიძღვნილ საზეიმო მესას დაესწრო. ზაზა ვაშაყმაძემ კათოლიკე მრევლს დღესასწაული მიულოცა, ბედნიერება, სიკეთე და კეთილდღეობა უსურვა მათ.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიას ესტუმრა და ქრისტეშობისადმი მიძღვნილ მსახურებას დაესწრო. ზაზა ვაშაყმაძემ შეკრებილ მრევლს დღესასწაული მიულოცა და ბედნიერება და სიკეთე უსურვა მათ.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე რუსთავში ევანგელურ-პროტესტანულ ეკლესას ეწვია და ქრისტეშობისადმი მიძღვნილ მსახურებას დაესწრო. ზაზა ვაშაყმაძემ შეკრებილ მრევლს ქრისტეშობა მიულოცა, სიხარული და კეთილდღეობა უსურვა მათ.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძემ ებრაულ თემს ხანუქა-სინათლის სიბნელეზე გამარჯვების დღე მიულოცა. ხანუქას დღესასწაული 8 დღის განმავლობაში გრძელდება და 9 სანთლიანი მენორის ანთებით აღინიშნება.
დღეს, 25 დეკემბერს, საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის ინტრონიზაციის დღეა, რელიგიური ლიდერის, რემელიც უანგაროდ ემსახურება ქვეყნის განმტკიცებასა და გაძლიერებას, ერის სულიერ აღმავლობას, ქართული ეკლესიის აღორძინებას. სწორედ ამიტომ, პატრიარქი განსაკუთრებული ავტორიტეტითა და სიყვარულით სარგებლობს არა მხოლოდ მართლმადიდებელ მრევლში. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო დიდი პატივისცემით ულოცავს აღსაყდრების დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს და დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობას უსურვებს ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ.
იუდეველები ხანუქას - სინათლის სიბნელეზე გამარჯვების დღეს ზეიმობენ, რომელიც 8 დღეს გრძელდება და 9 სანთლიანი მენორის ანთებით აღინიშნება. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ყველა ებრაელს, განსაკუთრებით ქართველ ებრაელებს ამ დიდ დღესასწაულს დაკეთილდღეობას, სიკეთეს, სიხარულს უსურვებს მათ.