მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები


13.12.2016
შეხვედრა დესისლავა ივანოვასთან

            13 დეკემბერს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ  გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში  დესისლავა ივანოვასთან.

            სააგენტოს თავმჯდომარემ და ელჩმა ისაუბრეს საქართველოსა და ბულგარეთის რელიგიის პოლიტიკასა და იმ საერთო გამოწვევებზე, რომლებიც ამ ორ მართლმადიდებელ ქვეყანას გააჩნია. 

ვრცლად
13.12.2016
წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე

მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია დღეს ანდრია პირველწოდებულის ხსენებას აღნიშნავს.  წმინდა მოციქულს უფალმა იესო ქრისტემ პირველმა მოუწოდა, ამიტომაც ეწოდა მას პირველწოდებული. უდიდესია ანდრია პირველწოდებულის როლი  საქართველოსათვის- მოციქული ქართველებში ქრისტიანობის პირველი მქადაგებელ-გამავრცელებელია.

ვრცლად
10.12.2016
სახალხო დამცველის 2016 წლის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის შესახებ ანგარიში

დღეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე სახალხო დამცველის 2016 წლის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის შესახებ ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო. ღონისძიება გაიმართა სასტუმრო „ჰოლიდეი ინნში“ და მას დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამოქალაქო სექტორის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ვრცლად
04.12.2016
მართმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას აღნიშნავს

დღეს საქართველოს მართმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების საუფლო დღესასწაულს აღნიშნავს.

      როდესაც  მარიამი სამი წლის გახდა, მშობლებმა უხმეს ნათესავებს, ახლობლებს, ყოვლადწმიდა ქალწული საუკეთესო სამოსით შემოსეს და გალობითა და სანთლებით ხელში მიიყვანეს იერუსალიმის ტაძარში.

ვრცლად
02.12.2016
ზაზა ვაშაყმაძე გორის სინაგოგას ეწვია

დღეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე გორის  სინაგოგას ეწვია და საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, შაფთაი ცურთან ერთად, ლოცვას დაესწრო.

 ლოცვის დასრულების შემდეგ, ზაზა ვაშაყმაძემ უმსგავსო და დასაგმობი უწოდა სინაგოგის გაძარცვის ფაქტს და განაცხადა, რომ სახელმწიფო მომხდარი ფაქტის

ვრცლად
02.12.2016
1 დეკემბრის მოხეს კომისია

1 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში „ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში მდებარე კლუბის სტატუსით რიცხულ შენობასთან დაკავშირებით არსებული გარემოებების შემსწავლელი კომისიის“  (მოხეს კომისია) მორიგი სხდომა გაიმართა. კომისიის გადაწყვეტილების თანახმად:

 

ვრცლად
30.11.2016
სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს 2016 წლის ანგარიში

სასტუმრო ამბასადორის საკონფერენციო დარბაზში, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს 2016 წლის ანგარიშის მოსმენა გაიმართა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: მუსლიმი სასულიერო პირები, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, მუსლიმური ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლები და საზოგადო მოღვაწეები.

 

ვრცლად
29.11.2016
საქველმოქმედო აქცია სალხინოში

საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და ფრიდენსბოტეს მისიის საქართველოს ფილიალის წარმომადგენლები მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოს ამბროსი ხელაიას სახელობის გიმნაზია-პანსიონს ესტუმრნენ და ამ სასწავლებლის  მოსწავლეებს  აუცილებელი ჰუმანიტარული დახმარება, ორი ტონა სამოსი გადასცეს.

ვრცლად
28.11.2016
2016 წლის 28 ნოემბრის ქონებრივი და ფინანსური კომისიის სხდომა

დღეს,  28 ნოემბერს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში შედგა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული  რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის მორიგი სხდომა, რომელსაც დაესწრნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის, მუსლიმთა, ებრაელთა თემის  წარმომადგენლები. 

ვრცლად








View Larger Map