მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 რელიგიის საკითხთა სააგენტოს ინიციატივით ფრიდენსბოტეს მისიის საქართველოს ფილიალის წარმომადგენელი ტარიელ პაპინაშვილი და სააგენტოს თანამშრომლები ვანის მუნიციპალიტეტს ესტუმრნენ.
ვანის გამგეობაში გაიმართა შეხვედრა მუნიციპალიტეტის სოფლების გამგებლებთან. სტუმრებმა რაიონის სოფლების სოციალურად დაუცველ მოსახლეობას აუცილებელი ჰუმანიტარული დახმარება, 1.5 ტონა სამოსი, გაუნაწილეს.
მოსახლეობა მიესალმება ამ ტიპის აქციებს და აცხადებს, რომ მსგავსი დახმარება მათთვის მნიშვნელოვანია.
დღეს, 14 ოქტომბერს, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია „კვართისა საუფლოისა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისას” დღესასწაულს, სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. ამ დღეს საქართველოს ყველა ეკლესიაში სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღევლინება და წმ. მეფე მირიანის, დედოფალ ნანას, წმ. სიდონიასა და აბიათარის ხსენება აღინიშნება. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს დღესასწაულს, მშვიდობას და სიკეთეს უსურვებს მათ.
დღეს, 11 ოქტომბერს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძემ საერთაშორისო საზოგადოება კრიშნას ცნობიერების თბილისის ორგანიზაციის წარმომადგენლებს, იოსებ კაპანაძესა („იშვარა“) და ალექსანდრე კირკიტაძესთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. სტუმრებმა სააგენტოს თავმჯდომარეს აცნობეს ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ და გამოთქვეს სააგენტოსთან თანამშრომლობის სურვილი. თავის მხრივ, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ სტუმრებს გააცნო სააგენტოს საქმიანობა და კმაყოფილება გამოთქვა კრიშნას ცნობიერების თბილისის ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის გამო.
6 ოქტომბერს, ეზიდი თემის წარმომადგენლებისათვის ჯამაია შიხადი- ეზიდთათვის განკაცებული ღმერთის, შეიხ ადის ხსოვნის პატივსაცემად მომლოცველთა საყოველთაო შეკრების დღეები იწყება.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში გაიმართა შეხვედრა ამერიკის რელიგიის თავისუფლების საერთაშორისო კომისიის ოფიცერთან ქეთრინ ქოსმანთან და საქართველოში ამერიკის ელჩის ახლად დანიშნულ მრჩეველთან რაიან კოენიგთან.
სააგენტოს თავმჯდომარემ - ზაზა ვაშაყმაძემ სტუმრებს გააცნო სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკა, ადამიანის უფლებებისა და რელიგიური თავისუფლების დაცვის მიმართულებით ჩვენს ქვეყანაში არსებული ვითარება და ამ სფეროში საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.
დღეს იუდეური სამყარო როშ-ჰაშანას აღნიშვნას იწყებს, როშ-ჰაშანის უქმით იწყება ებრაული წელიწადი - ეს არის განვლილ წელიწადზე სულიერი ანგარიშის დღეები, როცა ყოველი ებრაელი ინანიებს მის შეცდომებსა და ცოდვებს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს ებრაულ თემს და ბედნიერი დღესასწაულის დღეებს უსურვებს მათ.
დღეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე გერმანული საზოგადოებრივი მაუწყებლის (ARD) რადიოს კორესპონდენტს - მარკუს სამბალესა და საინფორმაციო სააგენტოს (dpa) ჟურნალისტს - თომას კორბელს შეხვდა.