მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ირანის ალ მუსტაფას უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა. ალ მუსტაფას უნივერსიტეტი თეოლოგიური სასწავლებელია და მას ფილიალები სხვა და სხვა ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოშიც აქვს. უნივერსიტეტის რექტორს, დავით ქაშამის თანამდებობაზე ყოფნის ვადა ამოეწურა და რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარეს დასამშვიდობებლად ეწვია.
ქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმიდა სამების შემდეგ ღვთისმშობელი მარიამი იდიდება. უდიდეს ათორმეტ დღესასწაულთაგან სამი - ღვთისმშობლის შობა, მიძინება და ყოვლადწმიდა მარიამის ტაძრად მიყვანება უშუალოდ ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი.
მარიამობის დღესასწაულს წინ მარიამობის მარხვა უძღოდა, რომელიც 14 აგვისტოს დაიწყო. გილოცავთ მარიამობის დღესასწაულს! დედა ღვთისა იყოს თქვენი და სრულიად საქართველოს შემწე!
დღეს, 26 აგვისტოს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში შედგა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის მორიგი სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ ევანგელურ-პროტესტანტული,საქართველოს მართმადიდებელი და მუსლიმური თემის წარმომადგენლები.
რელიგიის სააგენტოს შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის საელჩოს წარმომადგენლებთან
დღეს მთავრობის კანცელარიაში გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის - ზაზა ვაშაყმაძის, სამართლებრივი უზრუნველყოფის სამასახურის უფროსის - არჩილ მეტრეველის და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის - მალხაზ აფციაურის შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის საელჩოს პოლიტიკური განყოფილების უფროს დოროთა დლუში-სულიგასა და პროექტების მენეჯერ ივონე გოგოლს შორის. შეხვედრისას განხილულ იქნა სააგენტოს ორი წლის საქმიანობა, ინტერრელიგიური სათათბიროს აქტივობები და 2016 წლის 25 ივლისს ჩატარებული კონფერენცია -,,ინტერრელიგიური დიალოგი მშვიდობისათვის“. ევროკავშირის საელჩოს წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს სააგენტოს საქმიანობა და მოიწონეს ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმის მიხედვით სააგენტოს მიერ საჯარო მოხელეებისათვის ჩატარებული ტრენინგები და მომავალი აქტივობების გეგმა.
დასასრულს, გამოითქვა სურვილი ერთობლივი თანამშრომლობით გაიმართოს ტოლერანტობის საკითხისადმი მიძღვნილი ტრენინგი ან სემინარი.
საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია და ქრისტიან მოლოკანთა თემი დღეს მაცხოვრის ფერისცვალებას ზეიმობენ. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე დღესასწაულს ულოცავს მათ და მშვიდობას და კეთილდღეობას უსურვებს .
დღეს მართლმადიდებელი სამყარო თორმეტი უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულიდან ერთ-ერთს - ფერიცვალებას აღნიშნავს.
ახალი აღთქმის მიხედვით, იესო ქრისტემ თავის მოწაფეებთაგან გამოარჩია პეტრე, იაკობი და იოანე და მათთან ერთად თაბორის მთაზე ავიდა სალოცავად. სანამ მაცხოვარი ლოცულობდა, დაღლილ მოწაფეებს ჩაეძინათ. გაღვიძებისას ნახეს, რომ იესო ქრისტემ ფერი იცვალა. ამ დროს მაცხოვრის გვერდით ზეციური დიდებით შემოსილი მოსე და ელია წინასწარმეტყველი იდგნენ და ისმენნდნენ იესოს მომავალი ჯვარცმის შესახებ. ამ საზარელი ამბის გაგების მიუხედავად, იესოს „პირი გაბრწყინდა ვითარცა მზე, ხოლო სამოსელი მისი იქმნა სპეტაკ ვითარცა ნათელი“
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ულოცავს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის მრევლს ამ უდიდეს დღესასწაულს და სულიერ გაძლიერებას, სიკეთეს და სიხარულს უსურვებს.
დღეს მსოფლიოს კათოლიკური სამყარო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინებას დღესასწაულობს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ულოცავს ყველა კათოლიკეს, ქართველ კათოლიკეებს ამ დღესასწაულს, მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს მათ
25 ივლისს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით გაიმართა კონფერენცია თემაზე: „ინტერრელიგიური დიალოგი მშვიდობისათვის“. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში არსებული რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის წევრებმა, დიპლომატიური კორპუსის, რელიგიის სააგენტოს პარტნიორი უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებმა. კონფერენციის მონაწილეებმა მიიღეს ერთობლივი დეკლარაცია
6 აგვისტოს კათოლიკური სამყარო უფლის ფერისცვალებას ზეიმობს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ულოცავს დღესასწაულს ყველა კათოლიკეს, წარმატებებსა და კეთილდღეობას უსურვებს მათ.