მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ დაიწყო ახლად დანიშნულ ელჩებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრების გამართვა და თანამშრომლობის დაგეგმვა.
10 ნოემბერს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე შეხვდა ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში იანის ზლამეტისს.
დღეს, 7 ნოემბერს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში გაიმართა სააგენტოს თავმჯდომარის ზაზა ვაშაყმაძისა და ამერიკის საელჩოს პოლიტიკური ოფიცრის რაიან კოენიგის სამუშაო შეხვედრ
შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ერთობლივი საერთაშორისო კონფერენციის გამართვის საკითხები, კერძოდ, განსაზღვრეს კონფერენციის ფორმატი, განსახილველი
3 ნოემბერს, ახალციხეში „ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში მდებარე კლუბის სტატუსით რიცხულ შენობასთან დაკავშირებით არსებული გარემოებების შემსწავლელი კომისიის“ (მოხეს კომისია) მორიგი სხდომა გაიმართა. კომისიის წევრებმა იმსჯელეს სოფელ მოხეში მუსლიმი თემის წინაშე არსებული პრობლემების მოგვარების გზებზე და მუსლიმ თემს პრობლემის მოგვარების ორი ვარიანტი შესთავაზეს:
დღეს კათოლიკური სამყარო ყველა წმინდანის დღეს ზეიმობს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს კათოლიკურ ეკლესიასა და მის მრევლს დღესასწაულს და წარმატებებსა და კეთილდღეობას უსურვებს მათ.
გუშინ პირველ ნოემბერს საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივითა და ხელშეწყობით, საჩხერეში საქველმოქმედო აქცია გაიმართა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და ფრიდენსბოტეს მისიის საქართველოს ფილიალის წარმომადგენლები საჩხერეს ესტუმრნენ და
პროტესტანტული სამყარო 31 ოქტომბერს რეფორმაციის დღეს აღნიშნავს. ეს თარიღი უკავშირდება რეფორმაციის ფუძემდებლის, მარტინ ლუთერის მიერ 1517 წელს, ვიტენბერგის საკათედრო (ყოველთა წმინდათა) ტაძრის კარებზე 95 თეზისის მიჭედებას, რომელიც აერთიანებდა რიგ თეოლოგიურ და ეკლესიოლოგიურ საკითხებს.
30 ოქტომბერს საქართველოს კრიშნას ცნობიერების საერთაშორისო საზოგადოების ტაძარში კრიშნას მიმდევრებმა გოვარდჰანა პუჯას დღესასწაული აღნიშნეს და ლოცვები აღუვლინეს კრიშნას.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ და საქართველოში ამერიკის საელჩოს პოლიტიკურმა ოფიცერმა რაიან კოენიგმა განიხილეს საქართველოში რელიგიის თავისუფლების მიმართულებით არსებული ვითარება, კონფესიებთან თანამშრომლობის, სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკისა და ამ სფეროში ჯერ კიდევ გადასაწყვეტი საკითხების დეტალები.
სააგენტოს თავმჯდომარემ სტუმარს დაწვრილებით გააცნო ყველა მისთვის საინტერესო საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ გაწეული მუშაობა და ის გადაწყვეტილებები, რომლებიც საქართველოს მთავრობამ და სააგენტომ 2016 წელს მიიღეს. ისაუბრეს, აგრეთვე, ამერიკის შესაბამის სტრუქტურებთან თანამშრომლობის შესახებაც.
რაიან კოენიგმა აღნიშნა, რომ მის მიერ რელიგიურ ორგანიზაციებთან დღემდე გამართული შეხვედრების შედეგად შეუძლია დაასკვნას, რომ კონფესიებსა და სააგენტოს შორის თანამშრომლობა ნაყოფიერია და ამ სტრუქტურის შექმნით რელიგიური ორგანიზაციების ურთიერთობა სახელმწიფოსთან გამარტივდა.
პოლიტიკურმა ოფიცერმა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსამზადებლად სააგენტოს თავმჯდომარეს სთხოვა შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა. ზაზა ვაშაყმაძემ სტუმარს შესთავაზა, ასეთივე ინფორმაცია მიიღოს რელიგიური ორგანიზაციებისაგანაც.
შეხვედრაზე ისაუბრეს,აგრეთვე, რელიგიის საკითხებზე ერთობლივი საერთაშორისო კონფერენციის გამართვის შესახებაც.