მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები


06.10.2016
დღეს იეზიდები "ჯამაია შიხადი" აღნიშნავენ

6 ოქტომბერს, ეზიდი თემის წარმომადგენლებისათვის ჯამაია შიხადი- ეზიდთათვის განკაცებული ღმერთის, შეიხ ადის ხსოვნის პატივსაცემად მომლოცველთა საყოველთაო შეკრების დღეები იწყება. 

ვრცლად
03.10.2016
ინტერრელიგიური სათათბიროს შეხვედრა ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებთან
მთავრობის კანცელარიაში ამერიკის რელიგიის თავისუფლების საერთაშორისო კომისიის ოფიცერი  ქეთრინ ქოსმანი და საქართველოში ამერიკის ელჩის  ახლად დანიშნული მრჩეველი რაიან კოენიგი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული  ინტერრელიგიური სათათბიროს  წევრებს შეხვდნენ.
ვრცლად
03.10.2016
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის შეხვედრა ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებთან

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში გაიმართა შეხვედრა ამერიკის რელიგიის თავისუფლების საერთაშორისო კომისიის ოფიცერთან  ქეთრინ ქოსმანთან  და საქართველოში ამერიკის ელჩის  ახლად დანიშნულ მრჩეველთან  რაიან კოენიგთან.

            სააგენტოს თავმჯდომარემ - ზაზა ვაშაყმაძემ სტუმრებს გააცნო სახელმწიფოს  რელიგიური  პოლიტიკა,  ადამიანის უფლებებისა  და რელიგიური თავისუფლების  დაცვის მიმართულებით ჩვენს   ქვეყანაში არსებული ვითარება და  ამ სფეროში საქართველოს მთავრობის  მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.

ვრცლად
03.10.2016
დღეს იუდეური სამყარო როშ-ჰაშანას აღნიშვნავს

დღეს იუდეური სამყარო როშ-ჰაშანას აღნიშვნას იწყებს, როშ-ჰაშანის უქმით იწყება ებრაული წელიწადი - ეს არის განვლილ წელიწადზე სულიერი ანგარიშის დღეები, როცა ყოველი ებრაელი ინანიებს მის შეცდომებსა და ცოდვებს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს ებრაულ თემს და ბედნიერი დღესასწაულის დღეებს უსურვებს მათ.

ვრცლად
28.09.2016
შეხვედრა გერმანელ ჟურნალისტებთან

დღეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე გერმანული საზოგადოებრივი მაუწყებლის (ARD) რადიოს კორესპონდენტს  - მარკუს სამბალესა და საინფორმაციო სააგენტოს (dpa) ჟურნალისტს - თომას კორბელს შეხვდა.

ვრცლად
27.09.2016
მართმადიდებელი სამყარო დღეს ჯვართამაღლებას ზეიმობს

27 სექტემბერს  მართლმადიდებელი სამყარო უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს ჯვართამაღლებას ზეიმობს. მისი წარმოშობის შესახებ არსებობს სხვადასხვა გადმოცემა. ერთერთი ყველაზე უფრო გავრცელებულის მიხედვით, ჯვართამაღლება უკავშირდება რომის იმპერატორ კონსტანტინეს დედის, ელენე დედოფლის ძალისხმევით  იერუსალიმთან ახლოს, იმ ჯვრის პოვნას, რომელზედაც მაცხოვარი ეწამა. იერუსალიმის მაშინდელმა პატრიარქმა      მაკარიოსმა ეს ჯვარი აღმართა (აღამაღლა). აქედან წარმოდგება დღესასწაულის სახელწოდება - „ჯვართამაღლება“

 

ვრცლად
25.09.2016
დღეს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია მადლიერების დღეს აღნიშნავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიასა და საქართველოში მცხოვრებ მის მრევლს ამ მნიშვნელოვან დღესასწაულს და სულის მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს მათ

ვრცლად
25.09.2016
დღეს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლებას(ვარაგა სურბ ხაჩის)დღესასწაულს ზეიმობს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიასა და საქართველოში მცხოვრებ  მის მრევლს ამ დიდ დღესასწაულს და სულის მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს მათ.

ვრცლად








View Larger Map