მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები


01.05.2016
დღეს ევანგელურ-ბაპტისტური, ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია და ქრისტიან-მოლოკანთა თემი აღდგომის დღესასწაულს ზეიმობს

დღეს უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს, იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას ზეიმობენ ევანგელურ-ბაპტისტური,  ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია და ქრისტიან-მოლოკანთა თემი. აღდგომა სიცოცხლის, იმედის, ცოდვათა დამარცხებისა და სულიერი ამაღლების დღესასწაულია. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე გილოცავთ აღდგომის დღესასწაულს,  გისურვებთ სიკეთეს, სიხარულს და ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობას.

 

 

ვრცლად
28.04.2016
შეხვედრა პოლონეთის ელჩის მრჩეველთან

28 აპრილს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა რელიგიის  საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის ზაზა ვაშაყმაძისა და პოლიტიკურ საკითხებში პოლონეთის ელჩის მრჩევლის ბართლომიჯ გათარზის შეხვედრა. 

ვრცლად
26.04.2016
შეხვედრა მარნეულში

გუშინ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, ალი ხამნეის წარმომადგენელთან, სეიდ ალი აქბარ ოჯახ ნეჯადისთან ერთად, მარნეულს ეწვია. საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მოწვევით ჩამოსული ირანელი სტუმარი გამოჩენილი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის, არაბეთის სახალიფოს მეოთხე მართლმორწმუნე ხალიფის, იმამ ალის ქვეყნად მოვლენის დღესთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრო. 

ვრცლად
25.04.2016
შეხვედრა აიათოლა ალი ხამნეის წარმომადგენელთან

დღეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე სეიდ ალი აქბარ ოჯახ ნეჯადის, აიათოლა ალი ხამნეის წარმომადგენელს შეხვდა. ირანელი სტუმარი დაინტერესდა მუსლიმი თემის მდგომარეობით საქართველოში და მათი ურთიერთობით რელიგიის სააგენტოსთან. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა, ზაზა ვაშაყმაძემ სტუმარს მოუთხრო სახელმწიფოს აქტივობაზე ამ თვალსაზრისით, კერძოდ: საქართველოს სხვა და სხვა რეგიონში, მუსლიმი თემისთვის გადაცემულ მეჩეთებზე,   კომპენსაციაზე, რომელსაც სახელმწიფო გასცემს და საზოგადოდ, მუსლიმი თემის მონაწილეობაზე ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. 

ვრცლად
24.04.2016
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბზობას ზეიმობს

მართლმადიდებელი ეკლესია დიდმარხვის მეექვსე კვირა დღეს ზეიმობს მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას.ამ დიდ დღესასწაულს ქრისტიანები ბაიაობას ანუ ბზობას უწოდებენ. 

ვრცლად
24.04.2016
დღეს საქართველოს ბაპტისტური ეკლესია და მოლოკანთა თემი ბზობას აღნიშნავს

24 აპრილს საქართველოს ბაპტისტური ეკლესია და მოლოკანთა თემი ბზობას-უფლის იერუსალიმში დიდებით შესვლას, ერთ-ერთ უდიდეს ქრისტიანულ  დღესასწაულს ზეიმობენ. 

ვრცლად
23.04.2016
23-30 აპრილს ებრაელები უდიდეს ებრაულ დღესასწაულს, ფესახს (პასექი) აღნიშნავენ.

23-30  აპრილს ებრაელები უდიდეს ებრაულ დღესასწაულს, ფესახს (პასექი)  აღნიშნავენ. ფესახი ებრაელების ეგვიპტელთა მონობიდან თავის დაღწევას   ეძღვნება. 

ვრცლად
22.04.2016
2016 წლის რიგით მეორე სხდომა - რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხები

დღეს,  22 აპრილს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული  რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის 2016 წლის რიგით მეორე სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, მუსლიმთა თემისა  და    სომეხ კათოლიკეთა წარმომადგენლები. 

ვრცლად
21.04.2016
დღეს, 21 აპრილს,მუსლიმები იმამ ალის დაბადების დღეს აღნიშნავენ

დღეს, 21 აპრილს,მუსლიმები იმამ ალის (ალი იბნ აბუ თალიბი), გამოჩენილი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის, არაბეთის სახალიფოს მეოთხე მართლმორწმუნე ხალიფის დაბადების დღეს აღნიშნავენ,. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე ულოცავს ქართველ მუსლიმებს,სიკეთესა და  მშვიდობას უსურვებს მათ.

 

 

ვრცლად








View Larger Map