მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 დღეს, 13 ივლისს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია და მართლმადიდებელი მრევლი „წმიდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას“- 12 მოციქულის ხსენებას, სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. თითოეული მოციქულის ღვაწლს ეკლესია საგანგებოდ მათთვის დაწესებულ დღეს აღნიშნავს, ხოლო პეტრე-პავლობის მომდევნო დღეს ყველა მათგანი ერთად იხსენიება. ეს დღე სვეტიცხოვლის ტაძრის დღესასწაულია, რომელიც ქრისტეს თორმეტი მოციქულის სახელზეა აგებული. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ყველა მართლმადიდებელს გილოცავთ დღესასწაულს და სიხარულს, სიკეთეს, გამარჯვებას გისურვებთ.
დღეს,12 ივლისს, მართლმადიდებელი ეკლესია და მრევლი პეტრე - პავლობის დღესასწაულს აღნიშნავს. წმ. პეტრე და წმ. პავლე თავისი მოციქულეობრივი და მოწამეობრივი ღვაწლით გამორჩეულნი არიან სხვა მოციქულთა შორის, რის გამოც ეკლესია მათ იხსენიებს როგორც „თავთა მოციქულთა“. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე - ზაზა ვაშაყმაძე ულოცავს საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიასა და ყველა მართლმადიდებელს პეტრე-პავლობის დღესასწაულს, მშვიდობას და სიკეთეს უსურვებს მათ.
დღეს, 7 ივლისს მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა იოანე ნათლისმცემლის შობას აღნიშნავს. იესო ქრისტეს წინამორბედი, იოანე ნათლისმცემელი უდიდესი წინასწარმეტყველი იყო, რომელმაც ძველი აღთქმის ეპოქა დაასრულა და უფლის განკაცება დაამოწმა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო დღესასწაულს ულოცავს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს.
5, 6 და 7 ივლისს, 30 დღიანი მარხვის შემდეგ მუსლიმური სამყარო ისლამის 2 დიდი დღესასწაულიდან ერთ–ერთს, რამაზან-ბაირამს, მარხვის დასრულებას აღნიშნავს. მუსლიმთა რწმენით, სწორედ რამაზანის თვეში მოევლინა დედამიწას ყურანი.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ულოცავს საქართველოს მუსლიმ თანამოქალაქეებსა და სრულიად მუსლიმურ სამყაროს ამ დიდ დღესასწაულს და მშვიდობას, სიხარულს, წარმატებებს უსურვებს მათ.
დღეს მუსლიმური სამყარო ყადირის ღამეს, ყურანის დედამიწაზე გარდმოვლენის ღამეს აღნიშნავს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ულოცავს ამ დღეს მსოფლიოს მუსლიმებსა და საქართველოში მცხოვრებ მულიმურ თემს.
29 ივნისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მუსულმანური თემის წარმომადგენლებს იფთარზე უმასპინძლა და რამაზანი მიულოცა. პრემიერ-მინისტრის თქმით, საუკუნეების მანძილზე საქართველოს მიწაზე მშვიდობიანად თანაარსებობს ქრისტიანული და მუსლიმანური სამყარო, მათ შორის მუსლიმანური სამყაროს სხვადასხვა მიმდინარეობები და ეს მთელი მსოფლიოსთვის სამაგალითოა.
დღეს, 30 ივნისს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში შედგა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის 2016 წლის რიგით მეოთხე სხდომა
კათოლიკური სამყარო დღეს პეტრე-პავლობის დღესასწაულს აღნიშნავს. მოციქულებრივი და მოწამეობრივი ღვაწლით გამორჩეულ წმინდანთა ხსენება ერთ დღესაა დაწესებული და საზეიმოდ აღინიშნება. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე პეტრე-პავლობას ულოცავს ყველა კათოლიკეს და წარმატებებს უსურვებს მათ.
საქართველოში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მოწვევით მყოფმა რუმინეთის რელიგიის საკითხთა სახელმწიფო მდივნმა ვიქტორ ოპასკიმ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე რუმინეთის სახელმწიფოსა და საპატრიარქოს ჯილდოთი, დიდი ქართველი განმანათლებლის, წმინდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის ოქროს მედლით დააჯილდოვა.