მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები


07.06.2016
ვიქტორ ოპასკის ვიზიტი საქართველოში

სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ბატონი დიმიტრუ ბადეა.  ბატონმა ოპასკიმ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს გააცნო რუმინეთის რელიგიის საკითხთა სამდივნოს ისტორია, სტრუქტურა. ისაუბრა რუმინეთში  მოქმედი რელიგიის კანონის შესახებ. 

ვრცლად
06.06.2016
6 ივნისს წმინდა რამადანის თვე იწყება

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე  ულოცავს საქართველოს მუსლიმ მოსახლეობას წმინდა რამადანის თვის დაწყებას და უსურვებს სულიერ მხნეობას, მშვიდობას, კეთილდღეობას.

ვრცლად
02.06.2016
ონის სინაგოგის აღმშენებელთა შთამომავლებთან შეხვედრა

31 მაისს, დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაული ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ,  დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაული ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმმა და საქართველოს  ებრაელთა კავშირმა ონის სინაგოგის 120 წლისთავთან  დაკავშირებით ონის სინაგოგის აღმშენებელთა შთამომავლებთან შეხვედრა გამართა. .

ვრცლად
02.06.2016
ახალციხის სინაგოგა 275 წლისაა

ახალციხეში, 29 მაისს, ევროპაში ერთ-ერთი უძველესი სინაგოგის დაარსებიდან 275 და მისი განახლებდან 153 წლის იუბილე აღინიშნა. 
ღონისძიებაში, რომელიც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ინიციატივით მოეწყო,  მონაწილეობდნენ საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები და სტუმრები ისრაელიდან. 
ახალციხის სინაგოგაში სინაგოგაში ჩატარდა ლოცვა, მესხეთის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა ქართულ– ებრაული, 26 საუკუნოვანი მეგობრობისადმი მიძღვნილი კონცერტი.     
 

ვრცლად
01.06.2016
დღეს მართლმადიდებელი საქართველოში წმინდა ნინოს შემოსვლას ზეიმობს

დღეს, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია,  მართლმადიდებელი მრევლი საქართველოში წმინდა ნინოს შემოსვლას ზეიმობს. საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადება სწორედ  წმინდა ნინოს სახელს უკავშირდება. ქრისტიანობის მქადაგებელი კაბადოკიელი ქალწულის დიდი დამსახურების გამო, მართლმადიდებელი ეკლესია მას ქართველთა განმანათლებლად და მოციქულთა სწორად მიიჩნევს.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ულოცავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს დღესასწაულს და მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს მათ.

 

ვრცლად
30.05.2016
2016 წლის მესამე სხდომა - ქონებრივი და ფინანსური საკითხების კომისია

30 მაისს, 13:30 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის 2016 წლის მორიგი - მესამე სხდომა, სადაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, მუსლიმთა, იუდეველური და ევანგელურ-პროტესტანტული თემის საკითხები განიხილებოდა. კომისიის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა მუსლიმთა თემის თოთხმეტი, იუდეველური თემის ერთი და ევანგელურ-პროტესტანტული თემის ერთი განცხადება. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის თოთხმეტი განცხადება დაკმაყოფილდა, ორს უარი ეთქვა, ორი  საკითხი გადაიდო ხარვეზის დადგენის გამო.   

ვრცლად
26.05.2016
დღეს სრულიად საქართველო დამოუკიდებლობის აღდგენას დღესასწაულობს.

დღეს სრულიად საქართველო დამოუკიდებლობის აღდგენას დღესასწაულობს. არაერთი თაობისთვის  ამ თარიღს  მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. უკვე მეოთხედი საუკუნეა, 26 მაისი ჩვენი სახელმწიფოსათვის რეალური შინაარსით შეივსო.  და თუმცა, დღევანდელ ზეიმს XXI საუკუნის „ბერლინის კედლის“ მიღმა დარჩენილ  საქართველოზე წუხილი ახლავს, ის მაინც  იმედით გვავსებს და გვაძლევს რწმენას, რომ ჩვენი ქვეყანა  მომავალ თაობებს შეუნარჩუნებს უმთავრეს მონაპოვარს, საქართველოს დამოუკიდებლობას, რის გარეშეც ამაო და უპერსპექტივოა ქვეყნის სასიკეთოდ მიმართული  ყველა მცდელობა. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ, დამოუკიდებელი საქართველოს მოქალაქენო!

 

ვრცლად
26.05.2016
კათოლიკური ეკლესია დღეს ევქარისტიას (Corpus Christi) ზეიმობს

კათოლიკური ეკლესია დღეს ევქარისტიას  (Corpus Christi)  ზეიმობს,  ესაა მაცხოვრის ხორცისა და სისხლის თაყვანისცემა.  რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ევქარისტიის წმინდა დღესასწაულს ულოცავს ყველა კათოლიკეს და წარმატებებსა და კეთილდღეობას უსურვებს მათ. 

ვრცლად
26.05.2016
დღეს ებრაელები ლაგ ბა-ომერის ათვლის 33-ე დღეს აღნიშნავენ

დღეს ებრაელები ლაგ ბა-ომერის -  პასექიდან  ომერის ათვლის 33-ე დღეს აღნიშნავენ. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ულოცავს ყველა ებრაელს, საქართველოს ებრაულ თემს ამ დღესასწაულს, სიხარულს და წარმატებებს უსურვებს მათ.

 

ვრცლად








View Larger Map