მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 დღეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე სეიდ ალი აქბარ ოჯახ ნეჯადის, აიათოლა ალი ხამნეის წარმომადგენელს შეხვდა. ირანელი სტუმარი დაინტერესდა მუსლიმი თემის მდგომარეობით საქართველოში და მათი ურთიერთობით რელიგიის სააგენტოსთან. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა, ზაზა ვაშაყმაძემ სტუმარს მოუთხრო სახელმწიფოს აქტივობაზე ამ თვალსაზრისით, კერძოდ: საქართველოს სხვა და სხვა რეგიონში, მუსლიმი თემისთვის გადაცემულ მეჩეთებზე, კომპენსაციაზე, რომელსაც სახელმწიფო გასცემს და საზოგადოდ, მუსლიმი თემის მონაწილეობაზე ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
მართლმადიდებელი ეკლესია დიდმარხვის მეექვსე კვირა დღეს ზეიმობს მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას.ამ დიდ დღესასწაულს ქრისტიანები ბაიაობას ანუ ბზობას უწოდებენ.
24 აპრილს საქართველოს ბაპტისტური ეკლესია და მოლოკანთა თემი ბზობას-უფლის იერუსალიმში დიდებით შესვლას, ერთ-ერთ უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს ზეიმობენ.
23-30 აპრილს ებრაელები უდიდეს ებრაულ დღესასწაულს, ფესახს (პასექი) აღნიშნავენ. ფესახი ებრაელების ეგვიპტელთა მონობიდან თავის დაღწევას ეძღვნება.
დღეს, 22 აპრილს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის 2016 წლის რიგით მეორე სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, მუსლიმთა თემისა და სომეხ კათოლიკეთა წარმომადგენლები.
დღეს, 21 აპრილს,მუსლიმები იმამ ალის (ალი იბნ აბუ თალიბი), გამოჩენილი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის, არაბეთის სახალიფოს მეოთხე მართლმორწმუნე ხალიფის დაბადების დღეს აღნიშნავენ,. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე ულოცავს ქართველ მუსლიმებს,სიკეთესა და მშვიდობას უსურვებს მათ.
დღეს ეზიდები „აიდა სარსალეს“- ეზიდურ ახალ წელს აღნიშნავენ. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ულოცავს დღესასწაულს ჩვენი ქვეყნის ყველა ეზიდ მოქალაქეს, წარმატებულ წელს და კეთილდღეობას უსურვებს მათ.
დღეს, 7 აპრილს, მართლმადიდებელი ქრისტიანები ხარების დღესასწაულს აღნიშნავენ. სახარების მიხედვით, სწორედ, ამ დღეს ახარა გაბრიელ მთავარანგელოზმა ქალწულ მარიამს, რომ ის მესიას, იესო ქრისტეს შობდა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ულოცავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, ყველა მართლმადიდებელს დღესასწაულს, მშვიდობას, სიკეთესა და სიხარულს უსურვებს მათ.
დღეს, 7 აპრილს, სახარების რწმენის ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარებას აღნიშნავს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ულოცავს დღესასწაულს სახარების რწმენის ეკლესიასა და მის მრევლს და წარმატებებსა და კეთილდღეობას უსურვებს მათ.