მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები


16.11.2015
გამარჯვებული კომპოზიციის ავტორი

დღეს, 16 ნოემბერს, მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ  ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიება გამართა. ღონისძიებაზე სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ ტოლერანტობის სკვერში განსათავსებელი სკულპტურული კომპოზიციის ავტორი დაასახელა- ტოლერანტობის სკვერში თბილისის სამხატვრო აკადემიის მესამე კურსის სტუდენტის. 20 წლის. ირინა ორაგველიძის კომპოზიცია განთავსდება, რომელსაც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო 5000 ლარს გადასცემს. 

ვრცლად
16.11.2015
გამარჯვებული ავტორის ესკიზები

ტოლერანტობის სკვერში განსათავსებელი სკულპტურული კომპოზიციის ესკიზი

ვრცლად
13.11.2015
სააგენტოში გაიმართა ტოლერანტობის სკვერში განსათავსებელი სკულპტურული კომპოზიციის შესარჩევი სამუშაო ჯგუფის შემაჯამებელი შეხვედრა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში გაიმართა ტოლერანტობის სკვერში განსათავსებელი სკულპტურული კომპოზიციის შესარჩევი სამუშაო ჯგუფის შემაჯამებელი შეხვედრა. სამუშაო ჯგუფის წევრებმა კიდევ ერთხელ იმსჯელეს შემოტანილ ნამუშევრებზე და მიიღეს საბოლოო გადაწყვეტილება, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს, 16 ნოემბერს, 12 საათზე, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში გამართულ პრეზენტაციაზე გახდება ცნობილი. 

ვრცლად
13.11.2015
ზაზა ვაშაყმაძე იეჰოვას მოწმეთა რელიგიური გაერთიანების წარმომადგენლებს შეხვდა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე იეჰოვას მოწმეთა რელიგიური გაერთიანების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ:  საქართველოში იეჰოვას მოწმეთა ქრიტიანული კრების  ადმინისტრაციის თავმჯდომარე ჯონი შალამბერიძე, თავმჯდომარის მოადგილე ლევან კოპალიანი და „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიისა და ტრაქტატების საქართველოს ფილიალის წარმომადგენელი მაიკლ ჯონსი (პენსილვანია, აშშ) და შეხვედრის ორგანიზატორი, ორგანიზაციის ადვოკატი მანუჩარ ციმინტია; 

ვრცლად
12.11.2015
„ზარზმობა“

 11 ნოემბერს, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარზმაში, ისტორიული მოღვაწისა და საეკლესიო აღმშენებლის, სერაპიონ ზარზმელის ხსენების დღე,  „ზარზმობა“ იზეიმეს. სახალხო-რელიგიურ დღესასწაულს ქვეყნის სხვადასხვა მხრიდან ჩასული საერო და სასულიერო პირები დაესწრნენ. 

ვრცლად
11.11.2015
რელიგიის სააგენტოში ტოლერანტობის სკვერში განსათავსებელი სკულპტურული კომპოზიციის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

დღეს, 11 ნოემბერს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში ტოლერანტობის სკვერში განსათავსებელი სკულპტურული კომპოზიციის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა შედგა. ჯგუფის წევრებმა- რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, განიხილეს სარეკომენდაციო ჯგუფის მიერ შერჩეული ნამუშევრები.  საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად სამუშაო ჯგუფის შეხვედრა  13 ნოემბერს გაიმართება.

 

ვრცლად
10.11.2015
მოხსენება გაეროში ადამიანის უფლებებზე

ჟენევაში, 10 ნოემბერს, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში, მოისმინეს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საქართველოს დელეგაციის ანგარიში. ანალოგიური დოკუმენტი საქართველომ პირველად 2010 წელს წარადგინა.

ვრცლად
10.11.2015
ტოლერანტობის სკვერში განსათავსებელი სკულპტურული კომპოზიციის შესარჩევი სარეკომენდაციო ჯგუფის შეხვედრა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში გაიმართა ტოლერანტობის სკვერში განსათავსებელი სკულპტურული კომპოზიციის შესარჩევი სარეკომენდაციო  ჯგუფის შეხვედრა. ჯგუფის წევრებმა ხათუნა კიკვაძემ (კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო), ხათუნა სამანაშვილმა (ქ. თბილისის მერია), ლელა წიწუაშვილმა (ეროვნული მუზეუმი), ლერუჟან შამოიანმა (სომხური თემი) და ქეთევან აბაშიძემ (საქართველოს საპატრიარქო) წარმოადგინეს სამუშაო ჯგუფისთვის შერჩეული ორი სკულპტორის სამი ნამუშევარი. საბოლოო გადაწყვეტილება სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი.

ვრცლად
09.11.2015
ილიაობის დღესასწაულზე, ყვარელში გამოფენა - "ილია და რელიგიური ტოლერანტობა" გაიხსნა

8 ნოემბერს, ილიაობის დღესასწაულზე, ყვარელში გამოფენა - "ილია და რელიგიური ტოლერანტობა" გაიხსნა. გამოფენა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და ყვარლის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმის ორგანიზებით გაიმართა. გამოფენის გახსნას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე და მუსლიმთა თემის წარმომადგენლები : რამინ იგიდოვი, იასინ ალიევი, ბეგლარ ქამაშიძე , ებრაული თემიდან- რაბინი ბენსიონ ისრაელაშვილი,

სომხური ეკლესიდან - არქიმანდრიტი რარენ ჰოვჰანისიანი და

მართლმადიდებელი ეკლესის წარმომადგენელი, მიტროპოლიტი სერგი ესწრებოდნენ.

ვრცლად








View Larger Map