მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 8 ნოემბერს, ილიაობის დღესასწაულზე, ყვარელში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და ყვარლის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობას ისეთ მნიშვნელოვან საკთხებში, როგორიცაა:
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში ტოლერანტობის სკვერში მონუმენტის დადგმასთან დაკავშირებით მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
პროფესიონალი ექსპერტებისაგან შექმნილ სარეკომენდაციო ჯგუფში განსახილველად წარმოდგენილ იქნა 12 ავტორის 17 ნამუშევარი.
4 ნოემბერს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის - ზაზა ვაშაყმაძისა და საქართველოში ამერიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის იან კელის შეხვედრა.
ზაზა ვაშაყმაძემ ახლად დანიშნულ ელჩს საქართველოში წარმატებული საქმიანობა უსურვა და მადლობა გადაუხადა სტუმარს ქვეყნის ევროპული მისწრაფებების განხორციელებაში დახმარებისა და მხარდაჭერისათვის. აღნიშნა, რომ ამერიკა ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოკავშირე და პარტნიორია და მათთან მჭიდრო თანამშრომლობა და მათი გამოცდილების გაზიარება სააგენტოს წარმატებული საქმიანობის საწინდარია.
2 ნოემბერს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში გაიმართა „ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში მდებარე კლუბის სტატუსით რიცხულ შენობასთან დაკავშირებით არსებული გარემოებების შემსწავლელი კომისიის“ სხდომა.
კომისიის წევრებმა განიხილეს მიმდინარე ეტაპზე შექმნლი მდგომარეობა, გაცვალეს ინფორმაცია, როგორც მუსლიმ, ასევე მართლმადიდებელ თემში წამოჭრილი საკითხების ირგვლივ, ნოემბრის თვეში დაიგეგმა სააგენტოს თავმჯდომარის შეხვედრა მოხეს მუსლიმი თემის უხუცესებთან და ლიდერებთან ახალციხეში.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში ტოლერანტობის სკვერში მონუმენტის დადგმასთან დაკავშირებით მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
პროფესიონალი ექსპერტებისაგან შექმნილ სარეკომენდაციო ჯგუფში განსახილველად წარმოდგენილ იქნა 12 ავტორის 17 ნამუშევარი.
ძველ, ისტორიულ თბილისში ტოლერანტობის სკვერში დადგმული ნამუშევარი უნდა აკმაყოფილებდეს კონკრეტულ მოთხოვნებს.
დღეს, 7 ოქტომბერს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარისა და საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ანტონიო ენრიკო ბარტოლის შეხვედრა.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ - ზაზა ვაშაყმაძემ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მიიღო ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი .
ზაზა ვაშაყმაძემ მადლობა გადაუხადა სტუმარს ქვეყნის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისათვის. აღნიშნა, რომ სახელმწიფო იცავს საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს და სააგენტოს საქმიანობაც სწორედ ამ ღირებულებებზეა დაფუძნებული. სააგენტოს თავმჯდომარემ სტუმარს გააცნო ერთი წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობა და ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებზეც ახლა მუშაობს, კერძოდ, ისაუბრეს კონფესიებთან თანამშრომლობის, რელიგიური განათლების, ქონებრივ-საფინანსო და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით.
ლიტვის რესპუბლიკაში ვიზიტით მყოფ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაციის წევრებს შეხვდნენ ლიტვის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების და პროფესიული გადამზადების დეპარტამენტის საშუალო და უმაღლესი განათლების განყოფილების უფროსი სპეციალისტი ვილია სიპაიტე, განათლებისა და აღზრდის ცენტრის პროგრამის განყოფილების მეთოდისტი ვილია ზელიენკიენე და ლიტვის საგანმანთლებლო უნივერსიტეტის დოცენტი, დოქტორი გიედრე რუდევიჩიუტე.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაციის ვიზიტი ლიტვის რესპუბლიკაში გრძელდება. დელეგაციის წევრები შეხვდნენ ლიტვის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი ინსტიტუტების დეპარტამენტის, რელიგიური საკითხებისა და სამართლებრივი რეგისტრაციის განყოფილების უფროს სპეციალისტს ბატონ დონატას გლოდენისს.