მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები


12.10.2015
ინტერრელიგიური სათათბიროს სხდომა
12 ოქტომბერს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში გაიმართა ინტერრელიგიური სათათბიროს სხდომა. განიხილეს ორი საკითხი: 1. რელიგიური ორგანიზაციების მიერ ტოლერანტობის სკვერში განსათავსებელი სკულპტურული კომპოზიციის შესარჩევ სარეკომენდაციო  ჯგუფში კანდიდატების დაასახელება. 2.რელიგიური ორგანიზაციების ფინანსური და საგადასახადო საკითხები.
ვრცლად
08.10.2015
რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის მეექვსე სხდომა გაიმართა

 8 ოქტომბერს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში,  გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული  რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის მეექვსე სხდომა, რომელსაც მართლმადიდებელი, იუდეველი და მუსლიმი  თემის  წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ვრცლად
07.10.2015
სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე და სააგენტოს წარმომადგენლები ამა წლის 7 ოქტომბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გამართულ პირველ სამუშაო შეხვედრას დაესწრნენ

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე და სააგენტოს წარმომადგენლები ამა წლის 7 ოქტომბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გამართულ პირველ სამუშაო შეხვედრას დაესწრნენ.

ვრცლად
05.10.2015
ბათუმში, ანგისის დასახლებაში სამუფთო რეზიდენცია გაიხსნა

ბათუმში, ანგისის დასახლებაში სამუფთო რეზიდენცია გაიხსნა.  ოთხსართულიან რეზიდენციაში განთავსდება სამუფთოს სამსახურები, მოეწყობა მედრესე, განათლების კუთხე და დაიბეჭდება ლიტერატურა, რომლითაც მუსლიმი მოსწავლეები იხელმძღვანელებენ. 

ვრცლად
05.10.2015
სააგენტოს ინიციატივით მუსლიმთა სამმართველომ ხელვაჩაურში ე.წ. მუყაოს ქალაქის უკიდურესად გაჭირვებულ 700-მდე მოსახლეს ჰუმანიტარული დახმარება გადასცა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით მუსლიმთა სამმართველომ ხელვაჩაურში ე.წ. მუყაოს ქალაქის უკიდურესად გაჭირვებულ 700-მდე მოსახლეს ჰუმანიტარული დახმარება გადასცა.

ვრცლად
02.10.2015
რელიიგიის სააგენტო მუსლიმ თემს ულოცავს ყადირ ხუმის დღესასწაულს!

დღეს მუსლიმები ერთ-ერთ მნიშვნელოვან დღესასწაულს- ყადირ ხუმს აღნიშნავენ, როცა შუამავალმა მუჰამედმა ალი საკუთარ მემკვიდრედ დაასახელა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ულოცავს ყველა მუსლიმს, განსაკუთრებით კი საქართველოს მუსლიმ თემს ამ დღესასწაულს, სიკეთეს და საყოველთაო  მშვიდობას უსურვებს მათ.

 

ვრცლად
29.09.2015
სკულპტურული კომპოზიციის შერჩევა ტოლერანტობის სკვერისთვის

2014 წლის 25 ნოემბრის N 166 განკარგულების თანახმად, ქ. თბილისში, ისნის რაიონში, ღვინის აღმართისა და ევროპის მოედნის მიმდებარე ტერიტორიასთან არსებულ უსახელო სკვერს მიენიჭა ტოლერანტობის სახელი. ამ ინიციატივით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გასული წლის 16 ნოემბერს, ევროპის მოედანზე, ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე შეკრებილ რელიგიური კონფესიებისა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს მიმართა.

ვრცლად
27.09.2015
გილოცავთ ჯვართამაღლებას!

მართლმადიდებელი სამყარო დღეს ჯვართამაღლებას ზეიმობს. იესოს ცხოველმყოფელი ჯვრის ამაღლება სულიერი ამაღლების მაგალითია ყოველი ქრისტიანისთვის. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ულოცავს ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს ამ დღეს, ცხოველმყოფელი ჯვრის მადლი და ძალა გფარავდეთ თქვენ და თქვენს ოჯახებს, ჩვენს სამშობლოს.

ვრცლად
24.09.2015
მუსლიმური სამყარო დღეს ყურბან ბაირამს აღნიშნავს

დღეს მუსლიმებისთვის უდიდესი დღესასწაული, ყურბან-ბაირამი- მსხვერპლშეწირვის დღესასწაული იღებს სათავეს. მუსლიმებს სწამთ, რომ ღვთისთვის შესაწირის სისხლის მიწაზე დაცემას მორწმუნეთათვის ცოდვათა მიტევება მოჰყვება. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ულოცავს ყველა მუსლიმს ყურბან ბაირამს და წარატებებს, სიკეთეს და სულის სიმშვიდეს უსურვებს მათ.

ვრცლად








View Larger Map